“ჰალ სიტისთან” შეხვედრის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. 63 წლის სპეციალისტმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
“ჩვენ გავაუმჯობესეთ სათამაშო სტილი, რაც მეტოქეების დამარცხებაში დაგვეხმარა. ფეხბურთელების სპორტული ფორმა ვითარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით, მაგრამ ვფიქრობ, ეს მინიმუმია. სეზონის ბოლოს “მანჩესტერს” ოთხეულში მოვიაზრებ, თუმცა კონკრეტული ადგილის დაფიქსირება გამიჭირდება”, - აღნიშნა მწვრთნელმა.
“მანჩესტერის” მთავარმა მწვრთნელმა 19 წლის ფეხბურთელ ლუკ შოუზეც ისაუბრა. ვან გაალის თქმით შოუ კოჭის ტრავმის გამო რამდენიმე კვირით ვერ დაეხმარება გუნდს.
“ყოველი ფეხბურთელს საკუთარ პოზიციაზე ბრძოლა მოუწევს, რადგან ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს. საწყისი თერთმეტეული იქნება საუკეთესო მოთამაშეთა კრებული”, - დაასრულა ვან გაალმა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “მანჩესტერს” 5 მოგება, 4 ფრე და 3 წაგება მოუგროვდა. აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში ჰოლანდიელის ფეხბურთელებმა “ემირეითზე” ლონდონის “არსენალი” დაამარცხეს (2:1).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია