როგორც იტალიური პრესა, კერძოდ კი Tuttosport იუწყება, პსჟ-ს არგენტინელი ვარსკვლავი ეზეკილ ლავესი შესაძლოა იანვარში ნეაპოლს დაუბრუნდეს და ბენიტესის გუნდის მაისური მოირგოს.
“ნაპოლის” მსგავსად ლავესის შეძენით ინგლისის პრემიერლიგის კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, თუმცა კონკრეტულ კლუბებს აღნიშნული წყარო არ ასახელებს.
29 წლის არგენტინელმა კარიერის საუკეთესო პერიოდი “სან პაოლოს” ბინადართა შორის გაატარა, როცა 2007-2012 წლებში “ნაპოლის” ლიდერი იყო და გუნდის გამარჯვებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
რაც შეეხება ინგლისს, ლავესის პრემიერლიგის კლუბებში არასდროს უთამაშია, თუმცა იტალიაში “ნაპოლის” გარდა “ჯენოას” საკუთრებასაც წარმოადგენდა, სადაც პრაქტიკულად არ უასპარეზია. 2004 წელს ევროპული დებიუტი წარუმატებელი გამოუვიდა და