ფეხბურთი

21:36 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალი” ფლეტჩერით დაინტერესდა

ინგლისური “ჰალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” გამოცდილი ნახევარმცველით, დარენ ფლეტჩერით დაინტერესდა – გვამცნობს ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.

30 წლის ფეხბურთელმა “იუნაიტედის” ძირითადში ადგილი დაკარგა და თამაში იშვიათად უწევს, რამაც ის გამოიწვია, რომ შოტლანდიის ნაკრებშიც ვეღარ ხვდება სასტარტოში. ამიტომაც, ფლეტჩერი კლუბის შეცვლაზე ფიქრობს და მისთვის “ჰალი” საკმაოდ კარგი ვარიანტია.

ფლეტჩერს “მანჩესტერთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება და “ვეფხვებს” მისი შეძენა მიზერულ ფასად შეეძლებათ.

მიმდინარე სეზონში დარენმა “წითელი ეშმაკების” რიგებში 6 შეხვედრა ჩაატარა.

0.10334