სადღეისოდ რეიტინგსიის მესამე ნომერი რაფა ნადალი ვარჯიშს მომავალი ორშაბათიდან განაახლებს. მალიორკელმა აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა, ზურგის ტრავმაც მოირჩინა და 1-ელი დეკემბრიდან კორტზე გავა.
მანამდე, უიკ ენდზე რაფა გოლფის საქველმოქმედო ტურნირში მიღებს მონაწილეობას.
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ნადალი მომავალი წლის 14 იანვარს მელბურნში საგამოფენო მატჩში მიიღებს მონაწილეობას. მარგარეტ კორტის სახელობის კორტზე რაფა თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება. ამ არენას მოძრავ სახურავს უმონტაჟებენ და სამუშაოების დასრულების შემდეგ სარბიელზე პირველ მატჩს სწორედ ნადალი და ვერდასკო ჩაატარებენ.