The Canadian Club of Toronto ყოველწლიურად კანადის “წლის ადამიანს” ასახელებს და წლეულს ეს ტიტული ჩოგბურთელმა მილოშ რაონიჩმა მოიპოვა. წარმატებულ სპორტსმენთა გარდა, ნომინანტთა შორის “ნეკერჩხლის ფოთლის ქვეყნის” წარჩინებული ბიზნესმენები, მეცნიერები, ხელოვნების წარმომადგენლები იყვნენ და ყველას ჩერნოგორიული წარმოშობის ჩოგბურთელმა რაონიჩმა აჯობა.
“მუდმივად თამაშის დახვეწას ვცდილობ. ამასთან, კორტზე გასული ყოველთვის ემოციის მოთოკვას ვისახავ მიზნად. ჩემ ასაკში ეს ადვილად მისაღწევია არაა”, - განაცხადა მილოშმა კანადის “წლის ადამიანის” პრიზის გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე.
საღამო ტორონტოში ჩატარდა.