ფეხბურთი

16:38 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: “მინდა “არსენალს” მწვრთნელის რანგში დავეხმარო”

“ნიუ იორკ რედ ბულსის” ვეტრანმა ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას აპირებს და დიდი სურვილი აქვს, მის ყოფილ კლუბს, ლონდონის “არსენალს” მწვრთნელის რანგში დაუბრუნდეს.

“ყველაფერი შესაძლებელია, მე ფეხბურთში დარჩენას და მწვრთნელობას ვაპირებ, ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს. მინდა ჩემს ყოფილ კლუბს “არსენალს” მწრთნელის რანგში დავეხმარო ჩემპიონთა ლიგის მოგებაში”, - განაცხადა ანრიმ.

ანრის “არსენალის” სამწვრთნელო შტაბში მიწვევას არც არსენ ვენგერი გამორიცხავს. ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, ტიერი ანრის ყველაფერი აქვს, რათა კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბდეს.

ტიერი ანრი “არსენალის” რიგებში 1999-2007 და 2012 წლებში ასპარეზობდა.

0.121576