ჩოგბურთი

10:30 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი მოგებით იწყებს

დიდი სლემის ტურნირების სარეკორდო რაოდენობით მომგებმა (17) შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო. მან საათსა და 28 წუთში კანადელი მილოშ რაონიჩის 6:1, 7:6 დამარცხება მოახერხა.

33 წლის ფედერერმა 2 ბრეიკი, 5 ეისი შეასრულა, რაონიჩთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 7:1 გახადა. მატჩის დასრულების შემდეგ როჯერი ჟურნალისტებს გაესაუბრა და ლეგენდარულ შვედ ჩოგბურთელ შტეფან ედბერგთან თანამშრომლობით კმაყოფილება გამოთქვა: “შტეფანმა მირჩია შეძლებისდაგვარად ბევრ შეჯიბრებაზე გამოვიდე. მისი აზრით, ასაკის მომატებასთან ერთად ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკის რეგულარულად მიღება. ამგვარი მიდგომა სპორტული ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება. ამასთან, ზურგის პრობლემების დაძლევაშიც დიდი როლი ითამაშა. სამომავლოდაც ამგვარ საასპარეზო რეჟიმში ვაპირებ მუშაობას. რაონიჩთან მატჩს რაც შეეხება, თავიდანვე დამაჯერებლად ვმოქმედებდი, რასაც ადრეულმა ბრეიკმაც შეუწყო ხელი. პარიზის ტურნირთან შედარებით, რაონიჩმა ამჯერად სუსტად ითამაშა. მოხარული ვარ მოგებით, მითუმეტეს, მეორე პარტიამ დაძაბულად ჩაიარა”.

0.103402