ირლანდიელმა როი კინმა ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოლ ლამბერტის ასისტენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ბირმინგემული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
42 წლის სპეციალისტი, რომელიც ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში მარტინ ონილის თანაშემწეა, “ასტონ ვილას” სამწვრთნელო შტაბში მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან მუშაობდა.
2006-2008 წლებში კინს “სანდერლენდი” გაუწვრთნია, ხოლო 2009-2011 წლებში “იფსვიჩს” ხელმძღვანელობდა.
ამჯერად, ის მხოლოდ ეროვნულ გუნდში იმუშავებს.