ფეხბურთი

14:38 | 28.11.2014 | ნანახია 1097 - ჯერ

"რეალი" ლუკას სილვას გადაბირებასთან ახლოსაა

ბრაზილიის 23-წლამდე ასაკის ნაკრებისა და "კრუზეიროს" ნახევარმცველმა ლუკას სილვამ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდიდან კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.

მას შემდეგ, რაც “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა და გერმანელი სამი ხედირაც "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, მადრიდელების სამიზნე იმედისმომცემი ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა.

სილვას კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს. "კრუზეირო" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მადრიდელები მოლაპარაკებას აწარმოებენ და შესაძლოა ტრანსფერი 12 მილიონ ევროდ განხორციელდეს.

21 წლის სილვა "კრუზეიროს" რიგებში ბრაზილიის 2014 წლის ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბრაზილიური კლუბის შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა და თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:14 | 28.11.2014
alejandro (44439)

chamilo
რეალს კუდზე აზის ბარსა,ატლეტიკო,ვალენსია და ბაიერნს ვინ აზის კუდზე?
სულ რომ 2 თამაში ზედიზედ წააგოთ თქვენი კონკურენტი არავინაა და რეალს მოდუნების უფლება არ აქვს.
აი ეგ არის განსხვავება...

17:16 | 28.11.2014
chamilo (33560)

ვალენსიას ისე ეშინია რეალს როგორც ეხლა ბაიერნს ეშინია გლადბახის რომ არ გაუსწროს კარგი რა ვიღაცა ყოველთვის იქნება 3-4 ადგილზე

17:05 | 28.11.2014
chamilo (33560)

alejandro არც მასე არაა საქმე,რაც არ უნდა იოლი მეტოქე უნდა გყავდეს მოედანზე უნდა გახვიდე და ითამაშო,თან ლა ლიგაშია მანდამაინც ბევრი ძლიერი გუნდი რეალი,ატლეტიკო,ბარსა,სხვებთან სენსაციაა უკვე წაგება და თან ამასთანავე რეალს 1 მოთამაშე აკლია საყრდენზე მაგრამ ხედირა და ილარა უზის სკამზე და არ ათამაშებს ანუ თქვენ გაქვთ მისი შეცვლის ალტერნატივა ჩვენთან კი რამდენიმე პოზიციაზე მხოლოდ 1 ფეხბურთელი გვყავს და შემცველი არაა

16:27 | 28.11.2014
Ginobili.20 (932)

კარგი ნახევარდაცვის გარეშე კრუზეირო ამდენს ვერ მიაღწევდა და მგონი ყველაზე კარგი ვარიანტი იპოვეს რეალში.

ისე კაზემირო იქეთ იყოს და ჩერიშევის თამაშებს უყურებთ? დადგება მაგისგან რამე? ეგეც ხო რეალისაა

16:45 | 28.11.2014
alejandro (44439)

ნორმალური ფეხბურთელი დადგა,მაგრამ რეალის დონეს ვერ გაქაჩავს...

16:13 | 28.11.2014
alejandro (44439)

zidani
კასემიროს ახლა გულით რომ გვინდოდეს ვერ დავიბრუნებთ,ამის შესაძლებლობა მხოლოდ ზაფხულში გვაქვს.
ხედო შეტევაში საერთოდ ნულია მისი იმედი საერთოდ არ მაქვს.
ილარასი ძალიან მეიმედება და იმედია დაიწყებს თამაშს.მანაც ზედ ბაზელის წინ მოირჩინა ტრავმა.
ხოლო სილვას ტრანსფერი კი იმისთვისაა საჭირო,რომ მოდრიჩის ტრავმისგან გამოწვეული დანაკლისი შევავსოთ და სტატუსქვო აღვადგინოთ.
მითუმეტეს წინ ცხელი ზამთარი გველოდება...

16:25 | 28.11.2014
zidani (7702)

ცხელი ზამტარი აბა სინოპტიკოსების თქმიტ ყველაზე ცივი ზამთარიო

16:45 | 28.11.2014
alejandro (44439)

საღადაოდ გვაქვს საქმე?

16:09 | 28.11.2014
alejandro (44439)

chamilo
ნუ ადარებ ერთმანეტს ბაიერნს და რეალს. ბაიერნი თამაშობს ისეთ ლიგაში რომ ახლავე შემიძლია ვერცხლის სინი მოგილოცო და ლიგის დაწყებამდე არაფერი ინერვიულო...
ჩვენ კი ლალიგაში ფეხის დაცდენის უპლება არ გვაქვს და მითუმეტეს ბარსა კლასიკოს შემდეგ მოფერიანდა...
ასევე კოპაზე ქვემოთ ჩამოვწერე რა თამაშებიც გვიწევს.
კროოსმაც წუწუნი დაიწყო დავიღალეო. ეჰ გერმანიაში ზამთარში კარგი დასვენება იყოო,ესპანეთში ასე არააო და კროოსი ერთი თამაშითაც ვერ დაგვისვენებია...
რეზერვი საერთოდ არ გვაქვს.

16:06 | 28.11.2014
zidani (7702)

ალეხანდრო_____ რასაც ამბობ მაგ პონტში ზედმეტია უკვე ეს ფეხბურთელი მომავალზე გათვლილი პერსპეკტივაა. ილარა და ხედო ტყვილა გვყავ? თან მომავალზეც როც იყოს გათვლილი კაზემიროც გვყავს პორტუში კარგად უბერავს

15:53 | 28.11.2014
chamilo (33560)

alejandro თქვენ მოდრიჩი გყავთ ტრამვირებული და უკვე ნერვიულობთ და ბაიერნში კი იმდენი გვყავს ტრამვირებული,ფაქტობრივად ერთი შემადგენლობით ვთამაშობთ

15:51 | 28.11.2014
alejandro (44439)

მანამდეც ავღნიშნავდი და განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მოდრიჩმა ტრავმა მიიღო,სასიცოცხლოდ აუცილებელი არის იანვარში ვიყიდოთ ცენრტის ფეხბურთელი რომლიც გამოგვადგება და ლიგაზეც ვათამაშებთ.
მოდრიჩის ტრავმამდე კარლო გეგმავდა უკვე მოდრიჩის და მერე კროოსის დასვენებას გადატვირთული გრაფიკის გამო.
ახლა კი ცენტრის მთელი ტვირთი კროოს დააწვა მხრებზე და ის ასეთი გრაფიკით სეზონის ბოლომდე ვერ გაძლებს! მითუმეტეს ჯერ ნოემბერი არ გასულა და კროოსმა დაიწუწუნა დავიღალეო ასევე აღნიშნა რომ ესპანეთში ზანთრის შესვენება არ არის ისეთი როგორიც გერმანიაში იყოო...
სილვას კი ლიგაზეც გამოვიყენებთ და განულებულ რეზერვს ოდნავ მაინც შევავსებთ.
კალენდარი კი ისეთი გვაქვს რომ ვერ გამიხსენებია ასეთი ცხელი ზამთარი რაც რეალს ელოდება წინ!
ანუ ლიგის დაწყებამდე პერიოდში,როცა ეს ლალიგასი ქულების დაგროვების დროა,ჩვენ გველოდება შემდეგ თამაშები: ვალენსიასთან,ატლეტიკოსთან გასვლა და კოპას 1/8 ფინალში ორი მატჩი. ხოლო მათი ძლევის შემთხვევაში 1/4 ფინალში უკვე ორი მატჩი ბარსელონასთან და ასევე ლალიგის გადადებული მატჩი სევილიასთან,რომელიც შუა კვირად უნდა გავმართოთ, 4 თებერვალს!
ხოლო მანამდე მსოფლიოს საკლუბო მუნდიალი გველის წინ.
რეზერვის არქონის გამო და + მოდრიჩის ტრავმის დროს თვენ აღარ გვექნება იმის ფუფუნება თუნდაც კროოსს მცირე ხნით დასვენების საშუალება მივცეთ რომ არ გადაიწვას და ფორმიდან არ ამოვარდეს.
მოკლედ სიტუაცია რთულია და ლუკას სილვა რომლიც მხოლოდ ვიდეოები მაქვს ნანახი, მგონია რომ ცენტრში კარგად შეუძლია თამაში...

15:32 | 28.11.2014
meleksa (1841)

კაზემირო სად გაუშვა კარლომ

15:35 | 28.11.2014
alejandro (44439)

პორტოშია განათხოვრებული ერთ წლიანი იჯარით.

15:06 | 28.11.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=rd4WnAaCGs0')>0?'https://www.youtube.com/watch?v=rd4WnAaCGs0':'https://www.youtube.com/watch?v=rd4WnAaCGs0'))
კარგი ჩანს

14:55 | 28.11.2014
marca (2749)

რაღაც მეორე ფერნანდო გაგოს სუნი მცემს ))

0.120755