მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერის, ბრიტანელი ენდი მარეის და მისი მწვრთნელების დანიელ ვალვერედუს და ჯეზ გრინის გზები გაიყო. ამ ინფორმაციას ენდი მარეის ოფიციალურ ვებსაიტი ავრცელებს. გრინი მარეის ფიზმომზადების მწვრთნელი 5 წელი იყო, დანიელ ვალვერედუ ამელი მორესმოს ასისტენტი გახლდათ.
“სეზონის ბოლოს, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება საუკეთესო ვარიანტი იყო ყოველი ჩვენთაგანისთვის. ჯეზს და დანიელს ყოველივეს საუკეთესოს ვუსურვებ”, - განაცხადა ენდი მარეიმ.
მარეის ამჟამად ფრანგი ამელი მორესმო წვრთნის, რომელსაც საჩოგბურთო კარიერაში 2 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული - ავსტრალიის ღია პრიველობა და “უიმბლდონი” .