მადრიდის “რეალის” მცველი ალვარო არბელოა დარწმუნებულია, რომ წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მის თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის. არბელოას განცხადებით, წელს პორტუგალიელი უკონკურენტოა. ესპანელ მცველს არ ესმის თუ რატომ თქვა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომ “ოქროს ბურთი” წელს გერმანელმა უნდა მოიგოს.
“კრიშტიანუ რონალდუ წელს ბევრად აღემატება სხვა ფეხბურთელებს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი თანაგუნდელია. ნებისმიერი ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ რონალდუ წელს “ოქროს ბურთს” იმსახურებს. ჩემთვის გაუგებარია პლატინის განცხადება, რომ “ოქროს ბურთი” გერმანელმა უნდა მოიგოს, რადგან მსოფლიო ჩემპიონი გახდა”,- არბელოას სიტყვებს Marca ციტირებს.