“ლივერპულის” კოდიუარელმა მცველმა კოლო ტურემ ჟურნალისტებთან მის ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელებზე, არსენ ვენგერზე და ბრენდან როჯერსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ შორის არის მსგავსება.
“როჯერსი ძალიან ჭკვიანია. ვენგერის მსგავსად, მას უყვარს ბევრი პასი და ბურთზე კონტროლის დამყარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ როჯერსი წარმატებას მიაღწევს, უბრალოდ მას დრო სჭირდება რადგან, როგორც მწვრთნელი ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს”, - განაცხადა ტურემ.
კოლო ტურეს არსენ ვენგერის მიერ გაწვრთნილ “არსენალში” 2003-2009 წლებში უთამაშია. ბრენდან როჯერსთან კი მეორე წელია მუშაობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უმაგრესად ითამაშა და მარტო 32 ქულის გამო კი არა ყველა ბურთი ძალიან საჭირო დროებში ჩააგდო !
საქებარი სიტყვები სწორად შეარჩიეთ. "უზარმაზარი შენგელია" მამამისი კახა გახლავთ, თოკო "ბრწყინვალე შენგელიაა"
ესპანური კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა თოკომ, 44 ეფექტიანობის მაჩვენებელი _ ფენომენალური რიცხვია!
ბრავო თოკო