ფეხბურთი

12:55 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავანი ფალკაოს ნაცვლად

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს. თავდამსხმელი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს.

“მონაკოდან” განათხოვრებული კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წევრი "წითელი ეშმაკების" რიგებში იშვიათად თამაშობს და მიზეზი კვლავაც ტრავმაა. 29 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და ერთ გოლთან ერთად ორ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

სამაგიეროდ, "მანჩესტერი" შეეცდება ფალკაოს ნაცვლად ურუგვაის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს შემტევი ედისონ კავანი შეიძინოს. პარიზელები არ აპირებენ კავანის განათხოვრებას და სრულ ტრანსფერს ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ ინგლისელები კავანიზე სერიოზულად დაფიქრდებიან, ურუგვაელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევთ.

0.146287