ჭადრაკი

1:00 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ქართველთაგან საუკეთესოა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე, რომელშიც 6 ქართველიც თამაშობს, მე-2 ტურის პარტიები ჩატარდა.

ბელა ხოტენაშვილი (2504), რომელმაც პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ლიდერ ბაადურ ჯობავას (2722) სენსაციურად სძლია, ესპანელ ივან ლოპეს სალგადოს (2622) დაუზავდა და 1.5 ქულით, მეთხუთმეტე-ოცდამეშვიდე ადგილებს იყოფს, არადა, განთესვით მხოლოდ 84-ეა.

საინტერესოა, რომ ჯობავას მე-2 ტურშიც თანამემამულესთან თამაში მოუწია და შავი ფიგურებით სოფიკო გურამიშვილი (2388) დაამარცხა. ბაადურის დარად, ქულა აქვთ აქტივში ლელა ჯავახიშვილს (2486), ნინო ბაციაშვილს (2442) და მიხეილ მჭედლიშვილს (2622), გურამიშვილმა კი ორივე პარტია წააგო და აუტსაიდერთა რიგებშია.

მე-3 ტურში 5 ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ითამაშებს: ხოტენაშვილი – პერუნოვიჩთან (სერბეთი, 2619), მჭედლიშვილი – ქსუსთან (ჩინეთი, 2410), ბაციაშვილი – შვიერჩთან (პოლონეთი, 2616), ჯავახიშვილი – ტომაშევსკაიასთან (რუსეთი, 2210), ხოლო გურამიშვილი – ლიანგთან (აშშ, 2266). რაც შეეხება ჯობავას, იგი თეთრებით ნატალია ჟუკოვას (უკრაინა, 2470) გაეჯიბრება.

0.137969