ჭადრაკი

23:47 | 27.11.2014 | ნანახია 1029 - ჯერ

სამი ქართველი ტეხასში

დალასში დასრულდა ტეხასის უნივერსიტეტის ღია პირველობა ჭადრაკში, რომელშიც საქართველოს ღირსებას გიორგი მარგველაშვილი (2548), ზურაბ ჯავახაძე (2413) და მარიამ დანელია (2228) იცავდნენ.

9 ტურის შედეგებით, მარგველაშვილმა 5.0 ქულა მოაგროვა და 47 მონაწილეს შორის მე-15 შედეგი აჩვენა, ჯავახაძემ 4.5 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა, ხოლო დანელია 4.0 ქულით 31-ე პოზიციაზე გავიდა.

ტურნირის გამარჯვებული კანადის სახელით მოთამაშე ანტონ კოვალიოვი (2617) გახდა, რომელმაც თავი 7.0 ქულას მოუყარა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:28 | 28.11.2014
ocneba2 (323)

კარგია თუ იქ არ დარჩნენ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116251