ფეხბურთი

22:20 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

200 მილიონი მესის სანაცვლოდ 

როგორც “დეილი ექსპრესი” იტყობინება, ლეო მესის შეძენა ლონდონის “ჩელსის” სურს. აღნიშნული წყარო დამატებით ინფორმაციასაც ავრცელებს, რომლის თანახმად 27 წლის ფეხბურთელმა ლონდონის “არსენალისა” და “მანჩესტერისგან” მიიღო წინადადება, თუმცა მისი სურვილი “ჩელსიში” გადასვლაა და ზაფხულში კონტრაქტის გაფორმებას ჟოზე მოურინიოს გუნდთან გეგმავს.

ლეო მესის სატრანსფერო თანხად 200 მილიონი გირვანქა სახელდება. გაზეთის ცნობით, მესის სურს მეგობარ სესკ ფაბრეგასის თანაგუნდელი გახდეს. ამიტომაც სუპერვარსკვლავმა “მეთოფეები” და “წითელი ეშმაკები” უარით გაისტუმრა.

თეგებილეო მესი
0.114234