“არსენალის” საკუთრებაში მყოფი კარლ ჯენკინსონი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით “ვესტ ჰემში” თამაშობს, ჩაქუჩებთან ერთად ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრას გეგმავს. ამ თემაზე ფეხბურთელი ჟურნალისტებს ესაუბრა.
“სეზონის სტარტი წარმატებული გამოვიდა. გასულმა თამაშებმა აჩვენა, რომ უფრო მეტის მიღწევა შესაძლებელია, ვიდრე სეზონის დაწყებამდე ვფიქრობდით. მშვენიერია, როცა ჩვენი თამაშით უამრავ ადამიანს შევთავაზეთ სიურპრიზი. განსაკუთრებით ჩვენს ქომაგებზე ვიტყოდი, რომელთაც სიხარული მივანიჭეთ. რამდენიმე თანაგუნდელის გამოყოფა შემიძლია, თუმცა ერთს ვიტყვი. კარგ ფორმაშია მაურო ზარატე. ზაფხულში მისი შეძენით კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, - განაცხადა ჯენკინსონმა.
“ვესტ ჰემი” სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ერთი ქულა აშორებს.
მიმდინარე სეზონში ჯენკინსონმა პრემიერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა. “არსენალში” ყოფნისას უთამაშებლობის პრობლემა “ვესტ ჰემში” თამაშისას აღმოფხვრა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორც მილანის ძველი გულშემატკივარი, მილანის დიად მცველებს ვერც შევადარებ, ისეთებს, როგორიც იყვნენ ბარეზი, მალდინი, კოსტაკურტა, ან ნესტა, თუმცა დღევანდელი ფორმაციის მილანში ყოფნას ნამდვილად იმსახურებდა, არავისზე ნაკლები მცველი არაა, თუ უკეთესი არა.