ფეხბურთი

19:40 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეკო: “მესი “ბარსელონას” დატოვებს”

ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დეკომ ბრაზილიელ ჟურნალისტებთან საუბარში მესის შესახებ ისაუბრა. დეკოს აზრით, მესი “ბარსელონას” დატოვებს, თუმცა მისთვის უცნობია, ეს როდის მოხდება.

“მესი დატოვებს “ბარსელონას”. არ ვიცი, როდის, მაგრამ ველი იმ დღეს, როცა არგენტინელს სხვა კლუბის მაისურით ვიხილავ. დიდი მწვრთნელები და დიდი ფეხბურთელბი მიდიან და მოდიან. მათზე ხშირად ისმის ჭორები, სპეკულაციები, რომლებსაც გარკვეულ შემთხვევებში საფუძველიც აქვთ.

მესის ტრანსფერი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ლეო კატალონიაში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს, სხვაგან წავა. ნებისმიერმა კლუბმა, სადაც არგენტინელი ითამაშებს, მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნას ფეხბურთელს”, - უთხრა დეკომ Globo Esporte-ს.

ბოლო დროს მესის სხვა კლუბში გადასვლის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუმცა კონტრაქტის თანახმად, ლეოსა და “ბარსელონას” ურთიერთობა 2018 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.

დეკომ, რომელმაც კარიერა გასულ წელს “ფლუმინენსეში” დაასრულა, “ბარსაში” მესისთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრიმერა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

0.102828