ტურინის “იუვენტუსის” 29 წლის ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე “სქაი სპორტს” ესაუბრა. მან განაცხადა, რომ “იუვენტუსს” შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის “ატლეტიკოს” სასურველი ანგარიშით დამარცხება და ჯგუფიდან პირველი ადგილით გაღწევა.
“მალმეს” წინააღდეგ რთული თამაში გამოდგა. მით უფრო იმ პირობებში, რაც შვედეთში დაგვხდა. თუმცა ჩვენ უმნიშვენლოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ და ახლა ჯგუფური ბარიერის დაძლევა მხოლოდ პირველი ადგილით გვინდა. რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, თუ დელ ბოსკე გამომიძახებს, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, არც ეს იქნება ტრაგედია”, - განაცხადა ბასკმა ფეხბურთელმა.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში “იუვენტუსმა” შვედურ “მალმეს” გასვლაზე 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში სწორედ ფერნანდო ლორენტემ გახსნა.