ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მესამე სათამაშო დღე სენსაციური შედეგებით გამოირჩა. ოთხი ჩატარებული შეხვედრიდან, ვერც ერთმა იმ კლუბმა ვერ მოიგო, რომელიც მატჩის წინ ფავორიტად ითვლებოდა.
გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა “სევილიამ” შინ მაჩანჩალა “ლევანტე” მიიღო და ფრედ ეთამაშა. დალაქებმა პირველი ნახევარი ვიტოლოს გოლით მოიგეს, თუმცა მატჩის ბოლოსკენ კასადედუსისგან საპასუხო მიიღეს და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს.
“ესპანიოლმა” შინ “ვილირეალთან” რომ არ წააგო სენსაციას ვერ ვუწოდებთ, თუმცა შეხვედრის წინ ფავორიტები მაინც სტუმრები იყვნენ, რომლებიც მარიოს გოლით დიდხანს ამარცხებდნენ კატალონიურ კლუბს. “თუთიყუშებმა” წონასწორობის აღდგენა 91-ე წუთზე მოახერხეს, თავის გუნდს ქულა კოლოტომ მოუპოვა – 1:1.
ძალიან ცუდი შეხვედრა გაიმართა “მესტალიაზე”. თუ ბასკებისგან ბევრს არაფერს ითხოვდნენ, “ღამურებისგან” კარგი თამაშის მოლოდინი ნამდვილად იყო, თუმცა ნუნუ ესპირიტო სანტოს გუნდმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. შეხვედრაზე ბევრი არაფერია სათქმელი, რადგან რეალურად სულ ორი საგოლე მომენტი შეიქმნა. პირველ ნახევარში პაბლო პიატის აუღო ირაიოსოსმა, ხოლო შეხვედრის ბოლოს ალვეშმა იხსნა “ვალენსია”. ალბათ თავადაც ხვდებით, თუ რამდენად არასანახაობრივი და მოსაწყენი შეხვედრა შედგა “მესტალიაზე”. ერთადერთი გარემოება, რაც ფეხბურთელებს ოდნავ ამართლებთ, გაზონის საშინელი მდგომარეობაა, რომელიც მოთამაშეებს გვარიანად ურთულებდა საქმეს.
დღის ბოლო შეხვედრა “ანოეტაზე” გაიმართა, სადაც კრიზისში მყოფი “სოსიედადი” მოქმედ ჩემპიონატს მადრიდის “ატლეტიკოს” მასპინძლობდა. საშინელი სტარტის გამო, ბასკური კლუბის ხელმძღვანელობამ აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხაგობა არესატე გაათავისუფლა, რის გამოც, სან-სებასტიანელებს დროებითი მწვრთნელი, ასიერ სანტანა მოძღვრავდა. მატჩი მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო და მე-10 წუთზე მარიო მანძუკიჩმა მადრიდული გრანდი დააწინაურა. აქედან მოყოლებული, ბასკებმა უპირატესობა იგდეს ხელს და წინა ორი სეზონის “სოსიედადი” გაგვახსენეს. ხუთ წუთში ანგარიში კარლოს ველამ შორეული დარტყმით აღადგინა, რასაც მალევე საკამათო ეპიზოდი მოჰყვა, დიეგო გოდინმა საჯარიმოში ველა წააქცია, რაზეც მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა მექსიკელს აქეთ უჩვენა გაფრთხილება სიმულაციის გამო. თუმცა, განმეორებაზე აშკარად ჩანდა, რომ კონტაქტი ნამდვილად იყო.
მეორე ნახევარში ბასკები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ეს განსაკუთრებით მას შემდეგ მოხდა, რაც ორწუთიან მონაკვეთში გილერმე სიკეირამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 50-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. 62-ე წუთზე მასპინძლები კიდევ ერთხელ ითხოვდნენ პენალტს, კრისტიან ანსალდის ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა იზკუერდო ალვარესის სასტვენი ამჯერადაც დუმდა. შეხვედრის გმირი იმანოელ აგირეჩე გახდა, რომელმაც 82-ე წუთზე ზუსტი თავურით 3 ქულა მოუპოვა თავის გუნდს – 2:1. აღსანიშნავია, რომ “სოსიედადს” მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს ლა ლიგაში და ორივე შემთხვევაში მადრიდული გრანდები დაამარცხა “ანოეტას” ბინადარმა.
სევილია – ლევანტე 1:1 (1:0)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარისო, არიბასი, კოკე, ტრემულინასი (ფ.ნავარო 82), კრიჩოვიაკი, ბანეგა, დ.სუარესი (გამეირო 77), დეულოფეუ (ვიდალი 66), ვიტოლო, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ლევანტე (4-4-2): მარინო, ხუანფრანი (ი.ლოპესი 67), დ.ნავარო, კარაბელასი, ვინტრა, სისოკო, დიოპი, რ.გარსია (ხუმეტრა 79), ივანშიცი, ბარალი (ელ ჟარი 53), კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 1:0 ვიტოლო (31), 1:1 კასადედუსი (80).
გაფრთხილებები: დ.სუარესი, ბანეგა – ბარალი, ივანშიცი, ხუანფრანი, მარინო, სისოკო, ხუმეტრა
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ესპანიოლი – ვილიარეალი 1:1 (0:1)
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-4-2): კასილია, კოლოტო, ბაილი, ხ.ლოპესი (არბილია 77), ფუენტესი, ლუკასი, ვ.სანჩესი, კანიასი, ვ.ალვარესი (ა.გონსალესი 46), კაისედო (სტუანი 60), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, პაულისტა (დორადო 46), რუისი, კოსტა, გასპარი, ტრიგეირასი, ბრუნო, ჯონათან დოს სანტოსი, ჩერიშევი (პინა 72), უჩე (ჯოვანი დოს სანტოსი 65), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: 0:1 მარიო (26), 1:1 კოლოტო (91).
გაფრთხილებები: ვ.ალვარესი, სტუანი, ს.გარსია – კოსტა, ტრიგეირასი, ჩერიშევი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ვალენსია – ბილბაო 0:0
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-4-2): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, გაია, ბარაგანი, ფუეგო, გომეში, ფეგული (ხილი 81), პიატი (ნეგრედო 69), როდრიგო, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბალენსიაგა, ირაოლა, მ.რიკო, იტურასპე, ვიგუერა (სოლა 78), უ.ლოპესი (იბაი 53), დე მარკოსი, გ.ფერნანდესი (ბენიატი 39).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გაფრთხილებები: ბალენსიაგა, იტურასპე
მსაჯი: კარლოს დელ სერო
სოსიედადი - ატლეტიკო 2:1 (1:1)
“სან სებასტიანი”, “ანოეტა”
სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, მ.გონსალესი, ი.მარტინესი, ბერჩიჩე (ზალდუა 56), კ.მარტინესი, ბერგარა, გრანერო, კასტრო (ჰერვასი 84), ველა (ზურუტუზა 87), პრიეტო, აგირეჩე.
მწვრთნელი: ასიერ სანტანა
ატლეტიკო (4-2-3-1): მოია, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, სიკეირა, ფაბი (კ.როდრიგესი 85), მ.სუარესი (ანსალდი 54), კოკე, რ.გარსია, თურანი (გრიზმანი 85), მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 მანძუკიჩი (10), 1:1 ველა (15), 2:1 აგირეჩე (82).
გაფრთხილებები: ბერჩიჩე, ველა – მ.სუარესი, ხუანფრანი, თურანი, სიკეირა, კოკე, რ.გარსია, გაბი
გაძევება: სიკეირა 50.
მსაჯი: იზკუერდო ალვარესი
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 18. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 10. ლეო მესი (“ბარსელონა”), კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.