ევროლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მადრიდში დაგეგმილი “ოთხთა ფინალის” ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. რეალიზაცია 26 ნოემბერს დაიწყო და 24 საათში ყველა ბილეთი დაიტაცეს.
“ოთხთა ფინალი” ესპანეთის დედაქალაქში 2015 წლის 14-17 მაისს ჩატარდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტ მატჩებს მადრიდის Bარცლაყცარდ ჩენტერ-ი უმასპინძლებს, რომელიც 13 ათასს მაყურებელს იტევს.
მყიდველთა 25%-მა სპეციალურ გრაფაში მიუთითა, რომ არცერთი გუნდის ქომაგი არაა, 40%-ის განცხადებით, კი ისინი “რეალის” გულშემატკივრები არიან.