ფეხბურთი

16:53 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი - ადამიანი, რომელიც რეკორდების მტერია

ლიონელ მესი - კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი. ფეხბურთელი, რომელმაც თავის ასაკთან შედარებით თითქმის ყევლა შესაძლო რეკორდი დაამხო.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ისტორიის საუკეთესო გოლეადორი, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და როგორც უკვე ვთქვით, ეს ყველაფერი მხოლოდ 27 წლის ასაკში.

“ლა ლიგის” ყოფილმა საუკეთესო მეგოლემ ტელმო ზარამ თავისი 251-ე გოლი პრიმერაში 34 წლის ასაკში გაიტანა, ლეო კი მხოლოდ 27 წლის და 5 თვისამ მოახერხა 254-ე გოლი გაეტანა “ლა ლიგაში”.

ჩემპიონთა ლიგაში მესის 74-ჯერ აქვს გატანილი, რონალდუს – 71-ჯერ, რაულს კი 71-ჯერ. თუმცა, თუ რაულმა 71 გოლი 144 შეხვედრაში გაიტანა, მესის 74 გოლის გასატანად მხოლოდ 91 მატჩი დასჭირდა (საშუალოდ თამაშში 0.81% გოლი).

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ლიონელ მესიმ ბოლო 5 წლის განმავლობაში 4-ჯერ მოახერხა “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ჯამში 50-ზე მეტი გოლი გაეტანა. 2010 წელს მესიმ მეტოქეები 60-ჯერ დაამწუხრა, 2011 წელს – 59-ჯერ, 2012 წელს ლიონელმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა და რეკორდიც დაამყარა, 91 გოლი! ასეთი შედეგიანობა არავის ჰქონია. 2014 წელს არგენტინელმა 54 გოლი გაიტანა (წელი ჯერ კიდევ არ დასრულებულა). ერთადერთი გამოაკლისი 2013 წელი გამოდგა, როცა “ბარსას” 10-იანმა “მხოლოდ” 45 გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი რეკორდი, რომლის დამყარებისთვის მესის მინიმუმ 11 წელი დასჭირდება, ჩემპიონთა ლიგის უხუცესი გამტანია. ამჟამინდელი რეკორდსმენი იტალიელი ფრანჩესკო ტოტია, რომელმაც ლიგაზე გოლი 38 წლის და 59 დღის ასაკში აქვს გატანილი (ცსკა-ს წინააღმდეგ).

თუ გავითვალისწინებთ, რომ მესისთვის შეუძლებლად არაფერი მოსჩანს, გასაკვირი არ იქნება, თუ ამ რეკორდსაც დაეპატრონება.

ლევანტე   0 - 0    ელჩე

შემადგენლობა

მოვლენები

სელტა   3 - 2    ესპანიოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ეიბარი   3 - 0    კორდობა

შემადგენლობა

მოვლენები

ალმერია   2 - 3    ვალენსია

შემადგენლობა

მოვლენები

ბილბაო   4 - 0    ვილიარეალი

შემადგენლობა

მოვლენები

რაიო   2 - 4    სოსიედადი

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   2 - 3    სევილია

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   2 - 2    დეპორტივო

შემადგენლობა

მოვლენები

გრანადა   0 - 0    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

რეალი   7 - 3    ხეტაფე

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.436255