ფეხბურთი

16:39 | 27.11.2014 | ნანახია 980 - ჯერ

ფაბრეგასი: “კარიერის საუკეთესო ეტაპი მიდგას”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი ინგლისელ ჟურნალისტებს ესაუბრა. ფეხბურთელის აზრით, კარიერის საუკეთესო ხანა უდგას და ფეხბურთისგან ყველაზე დიდ სიამოვნებას 27 წლის ასაკში იღებს.

“არ მახსოვს, ბოლოს როდის ვთამაშობდი ასე კარგად და როდის ვიღებდი ფეხბურთისგან ესოდენ დიდ სიამოვნებას. ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატების ფინალები. ამჟამინდელი პერიოდი ნამდვილად განსაკუთრებულია”, - განაცხადა ფაბრეგასმა.

“არ ვამბობ, რომ “ვესტ ბრომვიჩთან” ან “შალკესთან” კარიერის საუკეთესო მატჩები ჩავატარე, ალბათ ამგვარი მოსაზრება არ იქნება სწორი, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობ, რომ კარიერის საუკეთესო ეტაპზე ვარ. “ბარსაში” თამაშისას ე.წ. დაფარულ, მატყუარა 9 ნომერის პოზიციაზე ვთამაშობდი და ესეც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა”, - აღნიშნა ესპანელმა.

“ჩვენი გუნდის წარმატებული თამაშს დისციპლინა და დაცვა განსაზღვღავს. უკანა ხაზზე კარგად თამაშის შემდეგ შეტევაზე ვფიქრობთ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი მგონია”, - დაასრულა მოთამაშემ.

გასულ ზაფხულში ფაბრეგასმა “ბარსელონა” დატოვა და “არისტოკრატებში” გადავიდა. მიმდინარე პრემიერლიგის 12 მატჩში მის ანგარიშზე 10 საგოლე პასი და ერთი გოლია.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:42 | 27.11.2014
Ginobili.20 (932)

არსენალში ასე ვერ ითამაშებდა ისევ იქ რო დაბრუნებულიყო, იმიტო რო სლეა ვენგერი, ვერ გამოიყენებდა სწორად, ფლამინის ათამაშებდა და ამას დასვამდა ხო ვიცი ზუსტად ჩელსის ტაქტიკაში რო ჯდება ისეთი კაცია და მამენტ ამ პოზიციაზე ლამპარდსაც ჯობია დღესდღეობით.

ლამპარდს იმიტო რო ის გოლებზე თამაშობდა და ფაბრე უფრო უკეთ ანაწილებს პასებს და უფრო ჭკვიანურ პასებს ჩითავენ ცენტრში

17:42 | 27.11.2014
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

სერიზულად ყომარობს ფაბრეგასი,რაჯობია ფაბრეგასის,აზარის,მატიჩის, და ოსკარის კომბინაციების ყურებას.

17:34 | 27.11.2014
chamilo (33560)

ბარსამ სწორი ქნა რომ გაუშვა და ფაბრემაც კარგი გადაწყვეტილება მიიღო რომ ინგლისში წავიდა იმას არ ვამბობ რომ რაკიტიჩი ჯობია უბრალოდ ბარსას სტილს ვერ ერგებოდა ფაბრე და გვარდისაც კი უნდოდა მისი გაშვება და ყიდვაც ხელმძღვანელებს უფრო უნდოდათ ამის,ფაბრე ზედ გამოჭრილია ინგლისისთვის,ისევე როგორც სანჩესი ვერ ჩაჯდა ბარსას სტილში მაგრამ ეხლა ინგლისში ერთერთი საუკეთესოა

17:14 | 27.11.2014
ჯესი (26029)

მაგრად მევასება ) სერიოზული სეზონი აქვს, EPL-ის კაცია ფაბრეე

17:06 | 27.11.2014
NGoLo KaNte (36472)

გიხდება ჩელსი

16:58 | 27.11.2014
kacichamia (5093)

რამაგრად მოერგო გუნდს, ერთი სიამოვნებაა ამი. აზარის და ოსკარის ერთსვლიანი კომბინაციების ყურება, თვით შალკეს ფანებმაც კ. ტაშში დაუკრეს ამათ კომბინაციებს

16:45 | 27.11.2014
R.WEST (171)

ბარსას არ უნდა გაეშვა ეს კაციიი მარა რაკიტიჩი ყავთთთ და რათ უნდათ ბარსაში სესკს თავის პოზიციაზე რო ეთამაშა შეუცვლელი იქნებოდაა ვერ გამოიყნესს, სამაგიეროდდ განსაკუთრებული იყენებს იდეალურადდდ

0.06576