საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრების მდგომარეობა ფიფა/კოკა- კოლას რეიტინგში ოქტომბრის თვესთან შედარებით 9 პოზიციით გაუმჯობესდა და ამჟამად, თავკაცის გარეშე მყოფი “ჯვაროსნები” ნოემბრის თვეში 126-ე ადგილზე იმყოფებიან.
აქამდე, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ქართველებს 2009 წელს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის დროს ჰქონდათ – 124. ამრიგად, ქეცბაიამ პოლონეთთან საშინაო 0:4 წაგების გარდა, მოღვაწეობა კიდევ ერთი ანტირეკორდით დაასრულა.
დღესდღეობით, ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში საუკეთესო 20 ეროვნული გუნდის ჩამონათვალია ასეთია:
1 (1). გერმანია – 1725
2 (2). არგენტინა – 1538
3 (3). კოლუმბია – 1450
4 (4). ბელგია – 1417
5 (5). ჰოლანდია – 1374
6 (6). ბრაზილია – 1316
7 (9). პორტუგალია – 1160
7 (7). საფრანგეთი – 1160
9 (10). ესპანეთი – 1142
10 (9). ურუგვაი – 1135
11 (11). იტალია – 1103
12 (12). შვეიცარია – 1091
13 (20). ინგლისი – 1032
14 (13). ჩილე – 1022
15 (21). რუმინეთი – 2014
16 (16). კოსტა-რიკა – 995
17 (22). ჩეხეთი – 987
18 (15). ალჟირი – 948
19 (14). ხორვატია – 946
20 (17). მექსიკა – 913
... 36 (37). შოტლანდია – 674
... 40 (44). პოლონეთი - 621
... 61 (61). ირლანდია – 519
...126 (117). საქართველო – 271
გერმანია, შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში D ჯგუფი საქართველოს მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში იმიტომ არაა, რომ ფიფამ თავის რიგებში არ მიიღო.