ფეხბურთი

16:02 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძე ინდივიდუალურად ემზადება

კვიპროსის “ომონიას” მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი shootandgoal.com-ი იუწყება.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელს მცირე ტრავმა აქვს და ამიტომ, ოთხშაბათ საღამოს ჯერ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა, შემდეგ ფიზიოთერაპიის სეანსი ჩაუტარდა.

კვიპროსის ჩემპიონატის მომდევნო ტურში “ომონია” აპოელ-ს ხვდება და ჯერ უცნობია, ლობჟანიძე ითამაშებს თუ არა.

0.114798