ფეხბურთი

2:33 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციაში იგუაინს გააქვს, რომში ვენტურა მარცხდება

იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური სენსაციების გარეშე დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერებმა გამარჯვებები მოიპოვეს, ხოლო მათთან ახლოს მყოფი "ლაციო" ლევან მჭედლიძის "ემპოლთან" დამარცხდა.

ბრაზილიელმა ფორვარდმა დიეგო ფარიასმა სერია ა-ში პირველი გოლი გაიტანა. 24 წლის სამხრეთ ამერიკელმა საკმაოდ ადრე 15 წლის ასაკში დატოვა სამშობლო, 2005 წელს “კიევოში” გადავიდა და მას შემდეგ ვერონული კლუბის წევრია, თუმცა ხშირად სხვადასხვა იტალიურ კლუბებში იჯარის წესით თამაშობს.

საგოლე პასი ფარიასისთვის როსეტინიმ შეასრულა. ლეგენდარული დელ პიეროს მსგავსად ლუკა როსეტინიმ ახალგაზრდული წლები “პადოვაში” გაატარა. “კალიარის” მაისურით პირველი საგოლე პასი ტურინელებთან გასულ წელს გააკეთა. მაშინ იბარბოს გაატანინა, დღეს ბრაზილიელს.

გასპერინის გუნდთან შეხვედრა როსეტინისთვის იღბლიანად არ დასრულებულა. მეორე ტაიმში ყოფილი სევილიელის დიეგო პეროტის პასი ჩაჭრა, ბურთი “კალიარის” კარში შეგორდა. ლუკას ავტოგოლმა გენუელებს ქულა მოუტანა.

76-ე წუთზე ბრაზილიელმა ცაცია დანილო აველარმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. “კარპატის” ყოფილმა მოთამაშემ, ბუბა დაუშვილისა და სანდრო გურულის ყოფილმა თანაგუნდელმა პერინს ვერ აჯობა. 21 წლის იტალიელმა მეკარემ დარტყმის კუთხე გამოიცნო.

მიმდინარე სეზონში ტერუმ “უდინეზესთვის” მეოთხედ გაიტანა. ფრანგმა ფორვარდმა ამჯერად საწყის წუთებში მოახერხა თავის გამოჩენა. ტერუმ 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბუქარესტის “სტიაუასთან” ერთად ითამაშა და სწორედ ამ დროიდან გახდა მეტ-ნაკლებად ცნობილი.

ტერუს მსგავსად ოთხი გოლი მოუგროვდა დიბალას. 20 წლის შემტევმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. არგენტინელის გოლი ქულის მომტანი აღმოჩნდა.

“კიევოს” ცოცხალ ლეგენდად შეგვიძლია მივიჩნიოთ სერხიო პელისიერი. 35 წლის ფორვარდს ფაქტიურად მთელი კარიერა ვერონულ კლუბში აქვს გატარებული. “ჩეზენასთან” შეხვედრაში ვეტერანმა დუბლი შეასრულა. ამ ეტაპზე პელისიერს “კიევოს” მაისურით 399 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 113 გოლი გაიტანა.

პელისიერის აგენტი წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ოსკარ დამინია. დამიანი ასევე აგენტია დორტმუნდელი ობამეიანგის.

სტუმართაგან გოლი იტალიაში აღზრდილმა ბოსნიელმა, 24 წლის ფორვარდმა მილან დურიჩმა გაიტანა. ეს მოხდა 88-ე წუთზე, თუმცა პელისიერმა ორ წუთში წონასწორობა აღადგინა.

მჭედლიძის გარეშე მოიგო “ემპოლიმ.” ქართველი სათადარიგო სკამზე იჯდა, თუმცა სარის ცვლილებაზე არ გამოუყვანია. რეალურად ფორვარდის გამოყვანის საჭიროება არ არსებობდა, რადგან მასპინძლებმა უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სამწუთიან მონაკვეთში, 52 და 55 წუთებზე გაიტანეს. ბარბამ თავით შეაგდო, მაკარონემ ცაცია ფეხით.

“იუვენტუსმა” ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ კლუბ “პარმას” შვიდი გოლი გაუტანა. კასანომ და მისმა თანაგუნდელებმა ერთიც ვერ შეაგდეს.

განსაკუთრებული სილამაზის გოლი გაიტანა ტევესმა. ეპიზოდი, როცა მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, რამდენიმე პარმელს გაცდა, საჯარიმოსთან ახლოს მისულმა მირანტეს ზუსტად დაურტყა. მთავარი ამ ეპიზოდში დრიბლინგი იყო, გულშემატკივრებმა და განსაკუთრებით არგენტინულმა ვებგვერდებმა სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გააზიარეს არგენტინელის საოცარი გოლი.

მონტელას გუნდისთვის მორიგმა წარუმატებელმა დღემ ჩაიარა. “არტემიო ფრანკიზე” ერთადერთი გოლი იგუაინმა გაიტანა. ბენიტესის გუნდმა წარუმატებლად დაწყებული სეზონი დროდადრო გამოასწორა, ხოლო “ფიორეს” უჭირს, გასულ სეზონთან შედარებით მკვეთრად სუსტია.

იკარდიმ კვლავ გაიტანა. არგენტინელმა ამჯერად დუბლი შეასრულა. 21 წლის შემტევი მაცარის გუნდის ლიდერია.

იკარდის დუბლამდე ვეტერანმა ლუკა ტონიმ გახსნა ანგარიში. მატჩის მიწურულს კიდევ ერთმა არგენტინელმა შეახსენა თავი გულშემატკივარს. წლები წინ “ახალ მარადონად” შერაცხული სავიოლა ცვლილებაზე გამოჩნდა და ურუგვაელ ლოპეს საგოლე პასი გაუკეთა.

პიანიჩმა არიგა საგოლე პასები. კეიტასა და ლიაიჩის გოლებს ბოსნიელმა გაუწია ასისტენტობა, ხოლო ანგარიში ტოტის პასის შემდეგ გაიხსნა, როცა “ტორინოს” 35 წლის მეკარე ჟან-ფრანკოს ჟილემ ბერძენის დარტყმული ვერ მოიგერია.

“კალიარი” – “ჯენოა” 1:1 (1:0)

კალიარი, “სენტ’ელია”

კალიარი: კრანო, როსეტინი, კეპიტელი, აველარი, ბალზანო, კონტი, ეკდალი (დონსა 79), კოსუ (ლონგო 63), პედრო (დესენა 72), საუ, ფარიასი

მთავარი მწვრთნელი: ზემანი

ჯენოა: პერინი, ბურდისო, მარკესი, რონკალია, ანტონელი, კუჩკა (ლესტიენე 46), პეროტი, ედენილსონი, ბერტოლაჩი, სტურარო, პინილია (იზო 80)

მთავარი მწვრთნელი: გასპერინი

გოლები: 1:0 ფარიასი (16), 1:1 როსეტინი (ავტოგოლი 53)

მთავარი მსაჯი: სებასტიანო პერუცო

გაფრთხილება: პედრო (10), სტურარო (12), ედენილსონი (19), კონტი (39), ანტონელი (41), საუ (44), აველარი (69), ბურდისო (73), სტურარო (75), ბალზანო (90+2)

გაძევება: სტურარო (75)

76-ე წუთზე აველარმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)

“პალერმო” – “უდინეზე” 1:1 (1:1)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

პალერმო: სორენტინო, პისანო (ვიტელო 77), ანდელკოვიჩი, მუნიოსი, გონსალესი, ლაზაარი, ბარეტო, მარესკა, ბოლზონი (ბელოტი 63), ვასკესი, დიბალა

მთავარი მწვრთნელი: იაჩინი

უდინეზე: კარნეზისი, დანილო, ჰერტუ, პირისი, ვიდმერი (პასკუალე 13), ბადუ, გილერმე, ალანი, ბრუნო (კონე 59), ტერუ, მურიელი (პინზი 75)

მთავარი მწვრთნელი: სტრამაჩონი

გოლები: 0:1 ტერუ (5), 1:1 დიბალა (თერთმეტმეტრიანი 42)

მთავარი მსაჯი: დანიელე დოვერი

გაფრთხილება: ბადუ (16), სორენტინო (42), ალანი (53), პირისი (82), პინზი (87), კონე (90+3)

54-ე წუთზე ვასკესმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

“კიევო” – “ჩეზენა” 2:1 (0:0)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი”

კიევო: ბიზარი, სეზარი, გამბერინი, ფრეი, ზუკანოვიჩი, ბირსა (ბელომო 81), ჰეტემაი, რადოვანოვიჩი, შელოტო (პელისიერი 46), პალოსკი (სარდო 61), მეჯორინი

მთავარი მწვრთნელი: მარანი

ჩეზენა: ლელი, კაპელი, ლუჩინი, ვოლა, მაგნუსონი (მაზოტა 57), კოპოლა (გარიტანო 76), კასკიონე (დურიჩი 51), დე ფრუდისი, კარბონერო, დეფრელი, ალმეიდა

მთავარი მწვრთნელი: ბისოლი

გოლები: 1:0, 2:1 პელისიერი (48, 90), 1:1 დურიჩი

მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

გაფრთხილება: მეჯორინი (11), გამბერინი (30), ჰეტემაი (32), ფრე (45+1), კარბონერო (59), ლუჩინი (74), ვოლტა (82) დურიჩი (88)

“ემპოლი” – “ლაციო” 2:1 (0:0)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

ემპოლი: სეპე, რუი, ლურინი (ჰისაი 69), რუგანი, ბარბა, კროკე, ვალდიფიორი, ვეცინო, ზელინსკი (ლაქსალტი 58), მაკარონე, პუკარელი (ბიანკეტი 85)

მთავარი მწვრთნელი: სარი

ლაციო: ბერიშა, კანი, ბრაფჰეიდი (კლოზე 58), დე ვრი, კავანდა, მაური (ედერსონი 43), ბიგლია, კანდრევა, ლულიჩი, პაროლო (ანდერსონი 77), ჯორჯევიჩი

მთავარი მწვრთნელი: პიოლი

გოლები: 1:0 ბარბა (52), 2:1 მაკარონე (55), 2:1 ჯორჯევიჩი (66)

მთავარი მსაჯი: პაოლო მაზოლენი

გაფრთხილება: კავანდა (38), ედერსონი (57), რუი (84)

“იუვენტუსი” – “პარმა” 7:0 (3:0)

ტურინი, “იუვენტუსი”

იუვენტუსი: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, მარკიზიო (მატელო 82), პერეირა, რომულო, პოგბა, ტევესი (კომანი 60), ლორენტე (მორატა 71)

მთავარი მწვრთნელი: ალეგი

პარმა: მირანტე, ლუკარელი, ფელიპე, დე შელიე (გობი 46), კოსტა, რისპოლი, ლოდი, აქუა, მაური (მარიგა 54), კასანო (ბელფოდილი 64), გეზალი

მთავარი მწვრთნელი: დონადონი

გოლები: 1:0, 3:0, ლორენტე (23, 36), 2:0 ლიხშტაინერი (29), 4:0, 5:0 ტევესი (50, 58), 6:0, 7:0 მორატა (76, 88)

მთავარი მსაჯი: კარმინე რუსო

გაფრთხილება: აქუა (73)

“ფიორენტინა” – “ნაპოლი” 0:1 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

ფიორენტინა: ნეტო, გონსალო როდრიგესი, ტომოვიჩი, სავიჩი, ალონსო (პასკუალე 83), აკვილანი (პიზარო 65), ფერნანდესი, ბორხა, კუადრადო, ილიჩიჩი (გომესი 73), ბაბაქარი

მთავარი მწვრთნელი: მონტელა

ნაპოლი: რაფაელი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი, მაჯო, ჰამშიკი (დე გუზმანი 75), დავიდ ლოპესი, ჟორჟინიო, იგუაინი (ენრიკე 85), კალეხონი, ინსინე (მერტენსი 25)

მთავარი მწვრთნელი: ბენიტესი

გოლი: 0:1 იგუაინი (61)

მთავარი მსაჯი: პაოლო ვალერი

გაფრთხილება: კულიბალი (32), ილიჩიჩი (38), სავიჩი (54), ჟორჟინიო (56), ენრიკე (90+1), კუადრადო (90+3)

“ინტერი” – “ვერონა” 2:2 (1:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

ინტერი: ჰანდანოვიჩი, ვიდიჩი, ნაგატომო, რანოკია, დოდო, ჟუანი, კუზმანოვიჩი, მედელი, კოვაჩიჩი (ხრინი 64), პალასიო (ობი 87), იკარდი (ოსვალდო 90+3)

მთავარი მწვრთნელი: მაცარი

ვერონა: რაფაელი, მარკესი, აგოსტინი, მორასი, მარტიჩი, ობადი, ჰალფრედსონი (გუსტავო კამპანიარო 65), კრისტოდულოპულოსი, იონიტა (ლოპესი 81), ტონი, ტალები (სავიოლა 81)

მთავარი მწვრთნელი: მანდორლინი

გოლები: 0:1 ტონი (10), 1:1, 2:1 იკარდი (18, 48), 2:2 ლოპესი (89)

მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი

გაფრთხილება: მედელი (44), მედელი (51), მარტიჩი (57), მორასი (71)

გაძევება: მედელი (51)

“რომა” – “ტორინო” 3:0 (2:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

რომა: დე სანკტისი, კოული, ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი (ნაინგოლანი 77), დე როსი, კეიტა (სტროოტმანი 84), პიანიჩი, ტოტი (დესტრო 71), ჟერვინიო, ლიაიჩი

მთავარი მწვრთნელი: გარსია

ტორინო: ჟილე, მორეტი, დარმიანი, გლიკი, მაქსიმოვიჩი, ბრუნო პერესი, გაცი, ვივესი (ნოჩერინო 43), ფარნერუდი (სანჩეს მინო 46), ელ კადური (მარტინესი 76), კვალიარელა

მთავარი მწვრთნელი: ვენტურა

გოლები: 1:0 ტოროსიდისი (8), 2:0 კეიტა (27), 3:0 ლიაიჩი (58)

მთავარი მსაჯი: ლუკა ბანტი

გაფრთხილება: ტოტი (10), კვალიარელა (22), გლიკი (58)

0.146985