ანდრეი კრამარიჩის მომავალი სეზონიდან ტურინში გადასვლასთან დაკავშირებით “იუვენტუსმა” ხორვატულ “რიეკასთან” წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ხორვატული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელს ხელფასი წელიწადში 1.5 ევრო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას “ტუტოსპორტი” ავრცელებს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.
“სერია A-ში თამაში ჩემი მიზანია. ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი ევროპაში. კონკურენცია არ მაშინებს”, - განაცხადა კრამარიჩმა “სქაი სპორტთან” საუბარში.
კრამარიჩის შეზენით დაინტერესებული ლონდონის “ჩელსიც” იყო, თუმცა, როგორც სჩანს, “იუვემ” უფრო მეტად მოინდომა მისი შეძენა.