კალათბურთი

2:03 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისიანი “გრან კანარიას” ძირითად გუნდში გამოჩნდა

უკვე გაუწყეთ, რომ თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” “გრან კანარიასთან” გასვლით მატჩში 77:93 დამარცხდა და “თოკომ” 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი გამოგვრჩა – მიმდინარე სეზონში კუნძულელთა ძირითადი გუნდის განაცხადში პირველად გამოჩნდა კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი.

შეგახსენებთ, რომ ისიანი (სიმაღლე 201 სმ.) მხოლოდ 17 წლის გახლავთ და ძირითადად, თამაში “გრან კანარიას” ახალგაზრდულ გუნდში უწევს. როგორც სჩანს, მისი პროგრესი შეუმჩნეველი არც ძირითადი გუნდის თავკაც ალეხანდრო გარსია რენესესს დარჩენია და ვილი დააწინაურა კიდეც.

მართალია, გუშინდელ თამაშში ისიანს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია, თუმცა, თავად ფაქტი იმედს გვიტოვებს, რომ ნიჭიერი ქართული კალათბურთელის ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტი არც ისე შორსაა.

0.110595