საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილი მსაჯების სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსმენის გადადების მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობა გახლდათ.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა აღიარეს დანაშაული. როგორც ძიების პროცესში, ასევე წინა სასამართლო სხდომაზე. მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა მოხდება”, - განაცხადა მარიამ მარიამიძემ, რომელიც ზვიად ასკაროღლისა და ალექსანდრე გუნთაძის ინტერესებს იცავს.
შეგახსენებთ, სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ 8 არბიტრი დააკავა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი მარა მარტო ამ მსაჯებზე ტყდება ჯოხი?