“ჰალეშერის” საუკეთესო ბომბარდირი აკაკი გოგია გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდის მიერ შედგენილ მე-3 ლიგის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” სტუმრად “მაინცი II” დაამარცხა და ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე პენალტიდან 22 წლის ქართველმა გაიტანა.
მიმდინარე სეზონში გოგია სიმბოლურ ნაკრებში მეხუთედ დაასახელეს. მან “ჰალეშერში” 16 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.