სოფიაში ჩატარებული “ლუდოგორეცისა” და “ლივერპულის” შეხვედრის შემდეგ ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება თავის მოთამაშეთა მტკიცე ხასიათზე გაამახვილა, ამასთან შემდეგ შეხვედრაში გამარჯვების იმედი გამოთქვა.
“გუნდმა გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე. ერთსულოვნების ხარჯზე მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურება. მიუხედავად ბოლო წუთებზე გაშვებული გოლისა, ბოლო ტურში “ბაზელთან” მოგების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურის მოპოვება რეალური ხდება”, – აღნიშნა როჯერსმა.
როჯერსის აზრით სტარიჯის არყოფნა გუნდს ძალიან ეტყობა და დღევანდელ შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა, რამდენად დიდი როლს ასრულებს “ლივერპულის” თამაშში.
ბაზელში მოგებული მატჩის შემდეგ ჯგუფს 12 ქულით “სამეფო კლუბი” ლიდერობს, 6 ქულით მეორე ადგილზეა “ბაზელი,” ხოლო “ლივერპულსა” და “ლუდოგორეცს” 4-4 ქულა აქვთ.
შემდეგ ტურში “რეალთან” სათამაშოდ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბულგარული კლუბი ჩადის, ხოლო “ლივერპული” “ბაზელს” მასპინძლობს.