ფეხბურთი

15:50 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოთხის გზას რამდენი დაადგება?

ავსტრიულმა “ზალცბურგმა”, მოსკოვის “დინამომ”, იტალიურმა “ფიორენტინამ” და პოლონურმა “ლეგიამ” უკვე გაინაღდეს ევროპისლიგის 1/16-ფინალში თამაში, მეხუთე ტურის შემდეგ კი, მათ გზას შესაძლოა კიდევ რამდენიმე გუნდი დაადგეს.

თუ “გლადბახი” “ვილიარეალის” ესპანეთში დამარცხებას მოახერხებს, ის A ჯგუფში პირველ ადგილს დაიბევებს. გერმანელებს პლეი ოფში გასვლა გარანტირებული ექნებათ, თუ “ვილიარეალთან” ფრედ ითამაშებენ, ხოლო “ციურიხი” “აპოლონის დამარცხებას ვერ შეძლებს. თავის მხრივ, 1/16-ფინალში გავა “ვილიარეალი”, თუ “გლადბახის” ძლევას შეძლებს და ამ უფლებას ფრის შემთხვეაშიც მოიპოვებს, თუკი პარალელურ მატჩშიც ანალოგიური შედეგი დაფიქსირდება. “ციურიხს” გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი რჩება და ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გაიღებს. მოგების შემთხვევაში რჩება ჯგუფიდან გასვლის შანსი “აპოლონს”, სხვა მხრივ კი, მისთვის ევროტურნირი ჯგუფური ეტაპით დასრულდება.

თითქმის ანალგიური სიტუაციაა B ჯგუფშიც, სადაც “ბრიუგე” იტალიაში “ტორინოს” დამარცხებით პირველ ადგილზე გადის, ხოლო ფრე პლეი ოფს გაინაღდებს, ოღონდ “ჰიკმა” “კოპენჰაგენი” არ უნდა დაამარცხოს. “ტორინო” მოგებით 1/16-ფინალში იმ შემთხვევაში გავა, თუ “კოპენჰაგენი” “ჰელსინკს” ვერ მოუგებს. თავის მხრივ, პარალელურ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი ჯგუფიდან გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად “ტოტენჰემს” გამარჯვება, ან ფრეც არ დაჭირდება, თუ პარალელურ მატჩში “ასტერასი” ვერ მოიგებს. “ბეშიქთაშს” მსგავსი შედეგის მისაღებად საბერძნეთში მინიმუმ ფრედ მართებს თამაში. D ჯგუფში “ზალცბურგს” პროგრამა მინიმუმი უკვე მიღწეული აქვს და ახლა პირველი ადგილის დაკავებლად იბრძოლებს, მაგრამ “სელტიკს” პლეი ოფში გასასვლელად გამარჯვება სჭირდება და ამისათვის ავსტრიელების დამარცხებაა საჭირო. არის სხვა ვარიანტი - ზაგრების “დინამომ” “ასტრას” დამარცხება ვერ უნდა შეძლოს და ჯგუფში ყველაფერი თავისთავად გაირკვევა.

1/16-ფინალი განაღდებული აქვს მოსკოვის “დინამოს” და ახლა მხოლოდ პირველი ადგილის დასაბევებლად იბრძოლებს. ამისათვის მას “პანათინაიკოსის”ძლევა მართებს, თუმცა, თუ პსვ-მ ვერ ივარგა, ამის აუცილებლობაც აღარ იქნება. ჰოლანდიელებს რუსული კლუბის კვალზე დასადგომად ფრეც აწყობთ. F ჯგუფში “ინტერს” მოგება პირველ ადგილს, ხოლო ფრე პლეი ოფში თამაშს გაუნაღდებს. დანარჩენ სამ გუნდს თანაბარი ქულები აქვთ და ჯერჯერობით ბრძოლას სამივე აგრძელებს.

თასის მოქმედ მფლობელ “სევილიას” პლეი ოფში გასავლელად “ფეინოორდთან” მინიმუმ ფრედ თამაში მართებს, მოგება კი, პირველ ადგილს დაუბევებს. ჰოლანდიურ კლუბთან ერთად ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებენ “რიეკა” და “სტანდარდი”. H ჯგუფში ერთმანეთს ლიდერები “ვოლფსბურგი” და “ევერტონი” ხვდებიან, ოღონდ, ინგლისელები გერმანელებზე უკეთეს პოზიციაში არიან და მიზნის მისაღწევად ფრეც ჰყოფნით. შესაძლოა, ამ ტურის შემდეგ 1/16-ფინალი ორივემ გაინაღდოს, თუ “კრასნოდარი” და “ლილი” ერთმანეთში ფრედ ითამაშებენ.

ლიდერთა ჯახია I ჯგუფშიც და “ნაპოლი” გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს გაინაღდებს. “სპარტას” საქმე სხვაგვარადაა, რადგან მისი ბედი “იანგ ბოიზის” შედეგზე იქნება დამოკიდებული. შვეიცარიელებს უმოტივაციო “სლოვანთან” პლეი ოფში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად ფრეც აძლევთ ხელს. 1/16-ფინალში ვადაზე ერთი ტურით ადრე გავა კიევის “დინამო”, თუ აუტსაიდერ “რიუ ავეს” დამარცხებას მოახერხებს. პარალელურ მატჩში “ოლბორგი” “სტიაუას” მასპინძლობს და თუ დამარცხდა, რუმინელებს პლეი ოფში გააცილებს, ასე რომ, მას სრული თავდადებით მოუწევს გამარჯვებისთვის ბრძოლა.

“ფიორენტინა” ევროპის ლიგის საგაზაფხულო ეტაპზე უკვე გავიდა და ახლა არ უნდა წააგოს, ვადაზე ადრე რომ დაიბევოს პირველი ადგილი. “გენგამს” ტურნირზე დასარჩენად გამარჯვება სჭირდება და ამასთან, პაოკს მინსკში ფეხი უნდა დაუცდეს. პლეი ოფში გასულია “ლეგია” და ახლა წარმატებული სერიის გაგრძელებით პირველი ადგილის მოპოვებას ეცდება. მის კვლავს “ტრაბზონსოფორი” დაადგება, თუ “მეტალისტს” დაამარცხებს და ამ ჯგუფში ბრძოლა ვადაზე ადრე დასრულდება.

ევროპის ლიგა 2014/2015.

V ტური. 27 ნოემბერი

A ჯგუფი

ვილიარეალი (ესპანეთი) - გლადბახი (გერმანია)

ციურიხი (შვეიცარია) - აპოლონი (კვიპროსი)

1. გლადბახი 4 2 2 0 9:2 8
2. ვილიარეალი 4 2 1 1 11:5 7
3. ციურიხი 4 1 1 2 7:10 4
4. აპოლონი 4 1 0 3 3:13 3

B ჯგუფი

ტორინო (იტალია) - ბრიუგე (ბელგია)

ჰიკი (ფინეთი) - კოპენჰაგენი (დანია)

1. ბრიუგე 4 2 2 0 8:1 8
2. ტორინო 4 2 1 1 4:2 7
3. კოპენჰაგენი 4 1 1 2 3:6 4
4. ჰიკი 4 1 0 3 2:8 3

C ჯგუფი

ტოტენჰემი (ინგლისი) - პარტიზანი (სერბეთი)

ასტერასი (საბერძნეთი) - ბეშიქთაში (თირქეთი)

1. ბეშიქთაში 4 2 2 0 8:3 8
2. ტოტენჰემი 4 2 2 0 8:3 8
3. ასტერასი 4 1 1 2 5:8 4
4. პარტიზანი 4 0 1 3 1:8 1

D ჯგუფი

სელტიკი (შოტლანდია) - ზალცბურგი (ავსტრია)

ასტრა (რუმინეთი) - დინამო (ზაგრები, ხორვატია)

1. ზალცბურგი 4 3 1 0 13:6 10
2. სელტიკი 4 2 2 0 6:4 8
3. დინამო ზაგრები 4 1 0 3 8:11 3
4. ასტრა 4 0 1 3 4:10 1

E ჯგუფი

დინამო (მოსკოვი, რუსეთი) - პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

ეშტიროლი (პორტუგალია) - პსვ (ჰოლანდია)

1. დინამო მოსკოვი 4 4 0 0 6:2 12
2. პსვ 4 2 1 1 5:4 7
3. ეშტორილი 4 1 0 3 3:4 3
4. პანათინაიკოსი 4 0 1 3 4:8 1

F ჯგუფი

ინტერი (იტალია) - დნიპრო (უკრაინა)

სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) - ყარაბაღი (აზერბაიჯანი)

1. ინტერი 4 2 2 0 4:1 8
2. სენტ-ეტიენი 4 0 4 0 1:1 4
3. დნიპრო 4 1 1 2 2:3 4
4. ყარაბაღი 4 1 1 2 2:4 4

G ჯგუფი

რიეკა (ხორვატია) - სტანდარდი (ბელგია)

ფეინოორდი (ჰოლანდია) - სევილია (ესპანეთი)

1. სევილია 4 2 2 0 7:3 8
2. ფეინოორდი 4 2 0 2 5:6 6
3. რიეკა 4 1 1 2 5:7 4
4. სტანდარდი 4 1 1 2 4:5 4

H ჯგუფი

კრასნოდარი (რუსეთი) - ლილი (საფრანგეთი)

ვოლფსბურგი (გერმანია) - ევერტონი (ინგლისი)

1. ევერტონი 4 2 2 0 8:2 8
2. ვოლფსბურგი 4 2 1 1 11:8 7
3. ლილი 4 0 3 1 2:5 3
4. კრასნოდარი 4 0 2 2 5:11 2

I ჯგუფი

სლოვანი (სლოვაკეთი) - იანგ ბოიზი (შვეიცარია)

სპარტა (ჩეხეთი) - ნაპოლი (იტალია)

1. სპარტა 4 3 0 1 11:4 9
2. ნაპოლი 4 3 0 1 8:3 9
3. იანგ ბოიზი 4 2 0 2 8:6 6
4. სლოვანი 4 0 0 4 0:14 0

J ჯგუფი

ოლბორგი (დანია) - სტიაუა (რუმინეთი)

დინამო (კიევი, უკრაინა) - რიუ ავე (პორტუგალია)

1. დინამო კიევი 4 3 0 1 8:4 9
2. სტიაუა 4 2 1 1 11:6 7
3. ოლბორგი 4 2 0 2 4:8 6
4. რიუ ავე 4 0 1 3 3:8 1

K ჯგუფი

დინამო (მინსკი, ბელარუსი) - პაოკი (საბერძნეთი)

გენგამი (საფრანგეთი) - ფიორენტინა (იტალია)

1. ფიორენტინა 4 3 1 0 8:1 10
2. გენგამი 4 2 1 1 4:3 7
3. პაოკი 4 1 1 2 7:5 4
4. დინამო მინსკი 4 0 1 3 1:11 1

L ჯგუფი

ტრაბზონსფორი (თურქეთი) - მეტალისტი (უკრაინა)

ლოკერენი (ბელგია) - ლეგია (პოლონეთი)

1. ლეგია 4 4 0 0 5:1 12
2. ტრაბზონსფორი 4 2 1 1 5:3 7
3. ლოკერენი 4 1 1 2 2:4 4
4. მეტალისტი 4 0 0 4 2:6 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116062