ფეხბურთი

23:28 | 26.11.2014 | ნანახია NaN - ჯერ

რიბერი: “ოქროს ბურთი” უკვე აღარ გადაეცემა საუკეთესო ფეხბურთელს”

“ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ “ოქროს ბურთით” დაჯილდოვება საფეხბურთო მიღწევების გათვალისწინებით აღარ ხდება. 31 წლის ფრანგის განცხადებით, გასულ წელს მან იცოდა, რომ ამ პრიზს ვერ მოიგებდა.

“ბევრი რამ ვისწავლე გასულ წელს “ოქროს ბურთის” გადაცემისას. მეუღლეს ვუთხარი, რომ წავაგებდი. დავინახე ბლატერი როგორ ეხვეოდა რონალდუს და მისი ოჯახიც იქ იყო. სულელი არ ვარ, ნათელი იყო, რომ ის მოიგებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ოჯახს არ დაპატიჟებდნენ. წელსაც იგივე მოხდება. რა შემიძლია ვთქვა? ნოიერი ან რობენი მოიგებენ? ვშიშობ, რომ წელსაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. “ოქროს ბურთი” უკვე აღარ გადაეცემა საუკეთესო ფეხბურთელს. კანავარომ მოიგო 2006 წელს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ეს იყო და ეს”, - რიბერის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:42 | 03.02.2017
dinamo222 (8587)

აუუ დაწერეთ მაინც როგორაა ზაზა და რამდენი გაუცდება კიდეევ ? რომ არ ითამაშა ისედაც ვიციით @@

19:23 | 03.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

2კვირა ყველაზე მაქსიმუმიო წესით მანამდეც დაბრუნდება

13:45 | 03.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გოლდენის დამარცხება წარმოუდგენელია ვაშინგტონი და ვოლი ბრავო

0.065905