ფეხბურთი

18:38 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის პირველი დივიზიონის ნაკრებში სამმა ქართველმა ითამაშა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ნაკრებმა, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი იყო, ქალაქ ვერჩელიში, “სილვიო პიოლას” სახელობის სტადიონზე იტალიის სერია B-ს ნაკრებთან ამხანაგური თამაში 3:3 დაასრულა.

ვოლგარის “ასტრახანის” ნახევარმცველმა თემურ ბუკიამ შეუცვლელად ითამაშა. ცენტრალური მცველი გიორგი ჯიქია, რომელიც ძერჟინსკის “ხიმიკში” გამოდის, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. ტიხვინის “ტოსნოს” ფორვარდი მიხაილ გორელიშვილი თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო. სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

რუსეთის პირველი დივიზიონი ნაკრები ოთხი წლის წინა ჩამოყალიბდა და იმ დროიდან მოყოლებული სერია B-ს ნაკრებს ყოველ წელს ხან რუსეთში ხან იტალიაში ეთამაშება.

0.124683