ჭიდაობა

18:11 | 26.11.2014 | ნანახია NaN - ჯერ

გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს (120 კგ) აგვისტოში ზაგრებში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო ჩამოართვეს. აღნიშნულ ინფორმაციას კანადის ჭიდაობის ფედერაციის ვებგვერდი wrestling.ca ავრცელებს.

პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადელი ამარ დესი დაამარცხა. ფინალური დაპირისპირების შემდეგ ჩატარებულმა დოპინგ-ტესტმა ქართველი მოჭიდავის სისხლში აკრძალული პრეპარატის, პროდუქტალის კვალი აღმოაჩინა. ამის გამო პეტრიაშვილი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ახლა კი ფილამ კანადის ჭიდაობის ფედერაციას აცნობა, რომ პეტრიაშვილს ჩემპიონის ტიტულიც ჩამოერთვა და ამარ დესის გადაეცა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:28 | 26.08.2016
nyc (93)

დასასვენებლადაა ჩასული და სელფებს იღებს სტადიონზე მუშაობაში ჩამეთვლებაო...

19:19 | 26.08.2016
ika-man08 (81)

სვანეთშიც ასულიყავით ამ დაბლობში ხო ააყვავეთ ფეხბურთიიიიი

0.075672