ფეხბურთი

17:24 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო არენაზე” სენსაცია  არ შედგა

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის კიდევ ექვსი მატჩი გაიმართა. ორი შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. რუსთავში “მეტალურგმა” “ზუგდიდს” ხუთჯერ დააწყებინა ცენტრიდან თამაში, ქუთაისში კი “ტორპედომ” და “მერანმა” სულაც შვიდი გოლი გაუტანეს ერთმანეთს. გათამაშებას გამოეთიშა “ზესტაფონი,” რომელმაც შინ “ჩიხურასთან” მინიმალური ანგარიშით წააგო. დღის გვიან მატჩში “დინამო არენაზე” კინაღამ სენსაცია მოხდა. “დინამომ” და “შუქურამ” პირველ შეხვედრაში 1:1 ითამაშეს და ქობულეთელები თბილისშიც მედგრად დაუდგნენ მრისხანე მტოქეს, 71-ე წუთზე დავით ხოჭოლავას გოლით დაწინაურდნენ კიდეც. ამ ანგარიშს ისინი შემდგომ ეტაპზე გაჰყავდა, თუმცა ოსტატობამ თავისი გააკეთა, ექვს წუთში დინამოელებმა სამი ბურთი გაუტანეს მეტოქეს და სენსაცია არ შედგა.

ამგვარად, მეოთხედფინალში: სამტრედია, ვიტ ჯორჯია, დილა, მეტალურგი, სპარტაკი, ტორპედო, ჩიხურა და დინამო გავიდნენ.

26 ნოემბერი

კოლხეთი (ფოთი) – დილა (გორი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 წიქარიძე (3), 1:1 დათა სიჭინავა (84)

პირველი მატჩი: 0:0

მეტალურგი (რუსთავი) – ზუგდიდი 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 კაკაშვილი (33), 2:0, 3:0, 4:0 სიხარულიძე (47, 49, 55), 5:0 ტორონჯაძე (75)

პირველი მატჩი: 2:0

საპოვნელა (თერჯოლა) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:0

პირველი მატჩი: 0:3

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 3:4 (2:1)

გოლები: 0:1 ფონიავა (6), 1:1 ჩაკვეტაძე (21), 2:1 კვერნაძე (22), 2:2 ფონიავა (54), 2:3, 2:4 ჩიმაკაძე (57, 65), 3:4 კვასხვაძე (73)

პირველი მატჩი: 3:0

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ღონღაძე (20)

პირველი მატჩი: 0:0

დინამო (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 3:1 (0:0)

გოლები: 0:1 ხოჭოლავა (71), 1:1 ჩირგაძე (84), 2:1 პარუნაშვილი (87), 3:1 ლობჟანიძე (90)

პირველი მატჩი: 1:1

25 ნოემბერი

სამტრედიადინამო (ბათუმი) 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბეჭვაია (51), 2:0 კვირკველია (55), 3:0 დათუნაიშვილი (79)

პირველი მატჩი: 1:4

სიონი (ბოლნისი)ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:3 (2:2)

გოლები: 0:1 კვარაცხელია (საკუთარ კარში 7), 1:1 ჭიკაიძე (20), 1:2 კურდღელაშვილი (23), 2:2 ისიანი (45), 2:3 კურდღელაშვილი (47), 3:3 სამხარაძე (75)

პირველი მატჩი: 0:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114627