ფეხბურთი

16:18 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: “რომა” ჯგუფიდან გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს”

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ სინანული გამოხატა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ცსკა-სთან ვერმოგებული მატჩისთვის (1:1). ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი კვლავ ინარჩუნებს ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსს.

“რთული მატჩში გამოვიდა, ჩვენ მოსკოვში მოსაგებად ჩავედით, მაგრამ ბოლო წუთზე გოლი ძალიან მოულოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, 1/8-ფინალში გასვლის კარგ შანსს ვინარჩუნებთ. რომში “მანჩესტერ სიტი” უნდა დავამარცხოთ და ფლეი-ოფში გავალთ”- ტოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

“რომა” მოსკოვში, 43-ე წუთზე ტოტიმ დააწინაურდა. მატჩის ბოლო წუთამდე რომაელები ინარჩუნებდნენ ერთბურთიან უპირატესობას. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ბერეზუცკიმ ანგარიში გაათანაბრა.

0.115311