კალათბურთი

14:31 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირსმა ჯერი ვესტს გადაასწრო, კარიმ 40 ქულა ჩააგდო (+VIDEO)

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 5 მატჩი გაიმართა. “ვაშინგტონი” შინ ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან “ატლანტა ჰოუქსთან” დამარცხდა - 102:106. აღნიშნული მატჩი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დედაქალაქელი პოლ პირსისთვის. 37 წლის ფორვარდმა, NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდას, ჯერი ვესტს გადაასწრო. პირსი “ატლანტასთან” მატჩამდე ვესტს 4 ქულით ჩამორჩებოდა. პოლმა “ჰოუქსს” 14 ქულა ჩაუგდო და NBA-ს საუკეთესო მექულეთა შორის მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. პირსს NBA-ში 25,202 ქულა აქვს ჩაგდებული, ხოლო ვესტს 25,192.

“მაიამი ჰიტმა” “ამერიქან ეირლაინს არენაზე” “გოლდენ სტეიტთან” წააგო, -97:114. ფლორიდელები პირველი ტაიმის შემდეგ 1 ქულით იგებდნენ. თუმცა სტეფ კარის საუცხოო თამაშმა “მაიამის” შანსი არ დაუტოვა. კარიმ 40 ქულა ჩააგდო, 11-დან 8 სამქულიანი გამოიყენა. “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 2 წაგებით მე-2 ადგილს იკავებს.

“დენვერ ნაგეტსმა” შინ “ჩიკაგო ბულზს” მოუგო - 114:109. “დენვერმა” პირველივე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (31:21) და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. “ჩიკაგოს რიგებში ტრავმის შემდეგ მეორედ გამოჩნდა დერეკ როუზი, რომელმაც პარკეტზე მხოლოდ 10 წუთი დაჰყო, დერეკის ანგარიშზეა 2 ქულა და 3 პასი. როუზმა 4-დან 1 ორქულიანი მოათავსა კალათში, 3-დან ვერც ერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მექულე ჯიმი ბატლერი გახლდათ, 32 ქულით.

“ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 102:106 (19:22, 20:19, 28:27, 35:38)

“ვაშინგტონი”: ვოლი (21 ქ. 13 პ. 5 მ.), პირსი (14 ქ.), ბილი (13 ქ. 6 მ.), გორტატი (12 ქ. 11 მ.), გორდონი (12 ქ.), ჰამფრიზი (7 ქ. 10 მ.), პორტერი (6 ქ.), ბატლერი (6 ქ.), ტემპლე (5 ქ.), სერაფინი (2 ქ.)

“ატლანტა”: ტიგი (28 ქ.), სკოტი (17 ქ. 7 მ.), მილსაპი (17 ქ.), მაკი (13 ქ. 5 პ.), ქეროლი (11 ქ. 6 მ.), ჰორფორდი (7 ქ. 7 მ.), ანტიჩი (5 ქ.), შროდერი (4 ქ.), სეფალოშა (2 ქ.)

“მაიამი ჰიტი” – “გოლდენ სტეიტ ვორიორსი” 97:114 (36:30, 26:31, 24:30, 11:23)

“მაიამი”: ბოში (26 ქ. 9 მ.), დენგი (16 ქ.), ჩელმერსი (14 ქ. 4 პ.), ნაპიერი (10 ქ.), ენისი (8 ქ. 8 მ.), კოული (4 ქ.), ჰასლემი (4 ქ. 6 მ.), მაკრობეტრსი (4 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (40 ქ. 6 მ. 7 პ.), ტომპსონი (24 ქ.), ბარნსი (12 ქ. 8 მ.), გრინი (11 ქ. 6 მ.), ბოგუტი (8 ქ. 10 მ.), სფეიტსი (8 მ. 5 მ.), იგუადალა (5 ქ.), ლივინგსტონი (4 ქ.), ბარბოსა (2 ქ.)

“მილუოკი ბაქსი” – “დეტროიტ პისტონსი” 98:86 (26:31, 23:17, 30:19, 19:19)

“მილუოკი”: ნაითი (20 ქ. 8 პ.), მაიო (17 ქ.), პარკერი (14 ქ. 9 მ.), ილიასოვა (13 ქ. 9 მ.), სანდერსი (12 ქ. 9მ.), ფაჩულია (8 ქ. 5 მ. 1 პ.), მიდელტონი (5 ქ.), დადლი (3 ქ.), ანტეტოკუნმპო (2 ქ.)

“დეტროიტი”: დრამონდი (23 ქ. 10 მ.), მონრო (15 ქ. 8 მ.), სმიტი (11 ქ. 10 მ. 8 პ.), აუგუსტინი (11 ქ. 7 პ.), ბატლერი (8 ქ.), სინგლერი (8 ქ.), კალდველ-პოპე (6 ქ.), იერებკო (1 ქ.)

“ნიუ ორლეან პელიკანსი” – “საკრამეტო კინგზი” 89:99 (16:27, 33:22, 21:26, 19:24)

“ნიუ ორლეანი”: ევანსი (22 ქ. 7 მ. 5 პ.), ანდერსონი (20 ქ. 5 მ.), დევისი (14 ქ. 9 მ.), ჰოლიდეი (11 ქ.), რივერსი (8 ქ.), აშიკი (3 ქ.),

“საკრამენტო”: კაზინსი (22 ქ. 12 მ.), კასპი (22 ქ.), მაკლემორი (10 ქ.), ლენდრი (9 ქ.), სტუკასი (9 ქ.)

“დენვერ ნაგეტსი” – “ჩიკაგო ბულზი” 114:109 (31:21, 25:28, 30:27, 28:33)

“დენვერი”: ლოუსონი (20 ქ. 12 პ.), აფლალო (19 ქ.), გალინარი (15 ქ. 5 მ.), ჩენდლერი (14 ქ. 7 მ.), ფარიდი (12 ქ. 9 მ.), რობინსონი (7 ქ.), ჯი (6 ქ.), არტური (3 ქ.)

“ჩიკაგო”: ბატლერი (32 ქ. 9 მ.), გასოლი (22 ქ. 11 მ.), დანლივი (17 ქ.), ბრუქსი (16 ქ.), ჰაინრიხი (10 ქ. 8 პ.), მიროტიჩი (4 ქ. 7 მ.), მუჰამადი (4 ქ.), როუზი (2 ქ.)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133629