ფეხბურთი

13:00 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ბარსელონასთან” პირველი ადგილისთვის ბრძოლა პრესტიჟის საქმეა"

შვედეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სერ ჟერმენის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, ამსტერდამის "აიაქსთან" მოგებულ შეხვედრაში (3:1) 78-ე წუთზე გოლი გაიტანა, ანგარიში 2:1 გახადა და პარიზელთა გამარჯვებას საფუძველი დაუდო.

მატჩის შემდეგ თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ ბოლო ტურში კატალონიის "ბარსელონასთან" პსჟ პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.

"ჯერჯერობით ტრავმა ბოლომდე არ მომიშუშებია და თამაშის რიტმს ბოლომდე ვერ მივსდევ. ორი თვის განმავლობაში ვერ ვვარჯიშობდი და "აიაქსის" კარში გატანილმა გოლმა თავდაჯერებულობა შემმატა. ჰოლანდიელთა დამარცხება მნიშვნელოვანი გახლდათ და ბოლო ტურში "ბარსელონასთან” პირველი ადგილისთვის ბრძოლა პრესტიჟის საქმეა." - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

პარიზელები F ჯგუფში 13 ქულით პირველ ადგილზე არიან და ესპანელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ. მომდევნო მატჩი ფრანგებს "ბარსელონასთან" 10 დეკემბერს "ნოუ კამპზე" ელით.

0.118487