კახა ცხადაძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა პრესამ გაავრცელა. გასულ ტურში ცხადაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" ლენქორანის "ხაზარს" 3:1 მოუგო, თამაშის შემდეგ კი ცხადაძეს არასპორტული ჟესტი უჩვენებია მეტოქე კლუბის სპორტული დირექტორისთვის, იუნეს ჰუსეინოვისთვის. ასე წერენ აზერბაიჯანელები, თუმცა ცხადაძე ამბობს, მხოლოდ სიხარული გამოვხატე ამ ჟესტითო.
ჰუსეინოვსაც 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან ცხადაძის ჟესტზე გაბრაზდა და ინციდენტიც ამის შემდეგ დაიწყო.