ფეხბურთი

22:01 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმ დე იონგმა ვარჯიში დაიწყო

“ნიუკასლის” ნახევარმცველი სიმ დე იონგი მოედანს უბრუნდება. ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “აიაქსიდან” ალან პარდიუს გუნდში გადავიდა, ბოლოს მოედანზე აგვისტოში გამოჩნდა.

დე იონგმა საკუთარ სოციალურ ქსელში სავარჯიშო პროცესის განახლების შესახებ დაწერა: “ჩემი ბუცები დაუბრუნდა მოედანს.”

მოთამაშეს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც ფაქტობრივად მთელი შემოდგომა გამოტოვა. ტრავმამდე “კაჭკაჭების” მაისურით პრემიერლიგაში ორი შეხვედრა ჩაატარა: “კრისტალ პალასთან” “სენტ ჯეიმს პარკზე” და “ვილა პარკზე.” ეს იყო აგვისტოში, ხოლო მოედანს ოფიციალურ შეხვედრაში როდის დაუბრუნდება ამ ეტაპზე უცნობია.

სიმ დე იონგი 1989 წელს შვეიცარიაში დაიბადა, “გრააფსხაპისა” და “აიაქსის” საფეხბურთო სკოლებში გაიზარდა. 2007 წლიდან გასულ ზაფხულამდე “აიაქსის” ძირითად გუნდში თამაშობდა და ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა. “აიაქსმა” ინგლისელებისგან დე იონგის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა მიიღო.

0.11098