“ოქრი, ოქრი” – სკანდირებდნენ “კრისტალ არენაზე” ფანები, როდესაც ოქრიაშვილი შეცვალეს. ფანების სიგნალი გასაგებია. იმედია, ის ამას მიხვდა. მას ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ გენკში ხალხის საყვარელი მოთამაშე გახდეს” – იუწყება ინტერნეტპორტალი voetbalkrant.com-ი ჟურნალისტ რობი მორენის სიტყვებს სტატიაში რომლის სათაურია: “კრისტალ არენამ” ჩაიხუტა ცუდი ბიჭი “ოქრი” – “ჩვენ ის მოგვნატრებია”.
ოქრიაშვილის დაბრუნებას ასე გამოეხმაურა “გენკის” ფორვარდი სეკუ სისე, რომელმაც “მეხელენთან” შინ მოგებულ (3:0) მატჩში დუბლი შეასრულა:
“ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. “ოქრიმ” კარიერაზე საფეხბურთო მოედნის გარეთაც უნდა იფიქროს. მან ბევრი იმოძრავა. ჩვენ ის მოგვნატრებია”.