მილანის “ინტერს” 10 დღეა, რაც ახალი თავკაცი ჰყავს რობერტო მანჩინის სახით. მანჩინის ზამთარში გუნდის შემადგენლობის გაძლიერება სურს და მის სასურველ ფეხბურთელთა სიაში ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” არგენტინელი თავდამსხმელი ეზეკიელ ლავესი მოხვდა. იტალიური გამოცემა “სპორტ მედიაზეტის” ცნობით, “ინტერის” წარმომადგენელი პსჟ-სა და “აიაქსს” შორის გასამართ შეხვედრასაც დაესწრება და ლავესის დააკვირდება. არგენტინელ ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.
ლავესი პარიზში 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, მანამდე კი სახელი იტალიურ “ნაპოლიში” თამაშით გაითქვა, რომლის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა.