"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებმა ჩილელ სპეციალისტს ლიონელ მესის "სიტიში" ტრანსფერი შესახებ ჰკითხეს, პელეგრინიმ კი არგენტინელის გარშემო არსებული ცნობა უარყო.
"ჭორი მხოლოდ ჭორია. რაც მან პრიმერა დივიზიონში გააკეთა მოსალოდნელი იყო და ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მაღალ დონეზე იასპარეზოს. მესის რეკორდმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია იგი "ბარსელონასთვის", - განაცხადა პელეგრინიმ.
არგენტინელმა ფეხბურთელმა გასულ უიქენდზე ტელმო ზარას რეკორდი გააუმჯობესა და ახლა მესი 253 გატანილი გოლით პრიმერა დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.