ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი პელე შარდის ბუშტის ინფექციით საავადმყოფოში მოათავსეს. ფეხბურთის მეფედ წოდებული 74 წლის პელე მიმდინარე თვეში საავადმყოფოში უკვე მოერედ მოხვდა.
პირველი შემთხვევის დროს ლეგენდარულ ფეხბურთელს თირკმლიდან კენჭები ამოაცალეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პელე მალევე გამოწერე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აწუხებს.
სან პაულოს საავადმყოფოს ექიმების მტკიცებით, პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საგანგაშო არაფერია.