ვაკო ყაზაიშვილმა არნემის “ვიტესის” ახალგაზრდულ შემადგენლობაში დუბლი შეასრულა.
ორშაბათს, არნემელებმა სტუმრად “ალკმაარის” ახალგაზრდული გუნდი 5:2 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა. მან პირველი გოლი 85-ე წუთზე გაიტანა და ანგარიშში სხვაობა “ვიტესის” სასარგებლოდ ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო 89-ე წუთზე მატჩში წერტილი დასვა.
ჰოლანდიის ერედივიზიონის განვლილ ტურში “ვიტესი” სტუმრად “ალკმაართან” 0:1 დამარცხდა და ყაზაიშვილმა 77-ე წუთიდან ითამაშა.