ფეხბურთი

13:08 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი მატეო: "ჩელსიზე" შურისძიებას არ ვფიქრობ"

დღეს, 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი განახლდება და გელზერკირხენის "შალკე" "ფელტინს არენაზე" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს. გერმანელთა თავკაცი რობერტო დი მატეო ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება.

2012 წელს ლონდონელებმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა სწორედ იტალიელი სპეციალისტის თავკაცობით მოიგეს. "არისტოკრატებთან" დაპირისპირებამდე დი მატეომ აღნიშნა, რომ მატჩის შემდეგ შეიძლება ემოცია ყოფილი გუნდის მიმართ მოეძალოს.

"ჩვენ კარგად უნდა ვიასპარეზოთ და ვიმედოვნებ, "ჩელსისთვის" საუკეთესო საღამო არ იქნება. ლონდონელები მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად თამაშობენ და ცხრილის სათავეში არიან. ჩვენ უნდა შევძლოთ მაღალ დონეზე თამაში, რათა მატჩი მოვიგოთ. შეხვედრის შემდეგ შესაძლოა "ჩელსის" მიმართ ემოცია განწყობა მქონდეს, მაგრამ მატჩი "შალკეს" და ლონდონელთა შორის გაიმართება და ჩვენ ამაზე ვართ ფოკუსირებულები.

გულწრფელად ვიტყვი, არ ვფიქრობ 2012 წლის ფინალზე. მოუთმენლად ველი თამაშს და წარსულზე აქცენტს არ ვაკეთებ. აწმყოთი ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრების ბევრი წელი "ჩელსიში" გავატარე. ამ გუნდიდან ბევრ ადამიანს ვიცნობ. მოგება სამ ქულას და ჯგუფში კარგ ადგილს ნიშნავს. მეტოქეზე შურისძიებას არ ვფიქრობ, რადგან ამ გუნდში შესანიშნავი დრო გავატარე, შესანიშნავ ხალხთან ერთად".

4 ტურის შემდეგ "შალკე" 5 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ჩელსის" 3 ქულით ჩამორჩება. ამ გუნდების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ლონდონში "სტემფორდ ბრიჯზე" 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119297