ფეხბურთი

13:02 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: “ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა რეალურია”

მიუხედავად იმისა, რომ “ასტონ ვილასთან” მატჩში “საუთჰემპტონმა” ქულები დაკარგა (1:1), მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი საკუთარი გუნდის ძალაში დარწმუნებულია და პირველობის ჩემპიონთა ლიგის ზონაში დასრულებას გეგმავს.

“ვფიქრობ, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მოწინავე ოთხეულში დასრულება სავსებით შესაძლებელია. ვერ ვხედავ ბევრს გუნდს, რომელიც “საუთჰემპტონზე” ძლიერია. წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ყოველ ჯერზე დღევანდელზე უკეთ ვითამაშოთ, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ პრემიერლიგაში ყოველი თამაში ნამდვილი ბრძოლაა. იოლი შეხვედრები არც ფავორიტებს აქვთ. თუ შევძელით განწყობისა და ხასიათის შენარჩუნება, მომავალშიც ისეთი განწყობით ვითამაშეთ, როგორც დღეს, ვფიქრობ, ტოპ-4-ეულში მოხვედრა შესაძლებელი იქნება”, - განუცხადა Sky Sports-ს კუმანმა.

პრემიერლიგაში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, “საუთჰემპტონი” 26 ქულით (8 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება) მეორე ადგილზეა. ის 6 ქულით ჩამორჩება ლიდერს, 2 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს და 7-ქულიანი უპირატესობა აქვს მეოთხე-მეხუთე ადგილზე მყოფ გუნდებთან.

0.117762