ბელგიის იუპილერ ლიგის (უმაღლესი ლიგა) “მეხელენთან” საშინაო გამარჯვების (3:0) შემდეგ, “გენკის” შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი შეაქო.
მაკლიშის თქმით, ოქრიაშვილს არა მხოლოდ ფეხბურთის თამაში შეუძლია საუცხოოდ, არამედ, საქმესაც კარგად უდგება. შოტლანდიელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მინდორზე არაორდინალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.
განვლილ მატჩში, ოქრიაშვილი მოედანზე შეცვლაზე 23-ე წუთზე შევიდა და 86-ე წუთზე ტრავმის გამო, მოედანი იძულებით თავად დატოვა.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის შემდეგ ქართველმა “გენკის” რიგებში პირველად ითამაშა.