ფეხბურთი

11:52 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

თოთაძე “დინამოში” დაბრუნდა

ცენტრალური მცველი ლაშა თოთაძე თბილისის “დინამოში” დაბრუნდა.

26 წლის ფეხბურთელი ევრო-2016-ის სანაკრებო მატჩების გამო, ეროვნულ ჩემპიონატებში არსებული პაუზის დროს უკრაინაში იმყოფებოდა და ხარკოვის “მეტალისტში” ისინჯებოდა. მან პოლტავის “ვორსკლასთან” ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა.

თოთაძე უკრაინიდან დაბრუნდა და განვლილ ტურში სტუმრად “ზუგდიდთან” მოგებულ (2:1) თამაშში, “დინამოს” 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა. მიმდინარე სეზონში მან თბილისელთა რიგებში 12 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114507